შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 3 პირი სასამართლო დარბაზიდან 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს - საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა.
მოსამართლემ მათ 1000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.გათავისუფლებულები ძალადობის ეპიზოდზე იყვნან დაკავებულები. უფრო კონკრეტულად "საბურთალოელებს" ბრალად ედებათ ძალადობა გახმაურებული საქმის პირველ ეპიზოდში. ისინი მხოლოდ ნარეკვავის აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში ფიგურირებენ.
საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძის მიმართ პრეტენზია არ ჰქონიათ გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის წევრებსაც. საპროცესო შეთანხმებას დათანხმდა დაზარალებული ვახტანგ ჩიქოვანიც
კომენტარი