ემი ვაინჰაუზის ყოფილი ქმარი კომაშია
ბლეიკ ფილდერ-სივილი, ცნობილი, როგორც, ერთ დროს, ემი ვაინჰაუზის ქმარი, დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოში მოათავსეს. შეგახსენებთ, სწორედ მისი წყალობით დაიწყო მომღერალმა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღება,
30 წლის ბლეიკი დიუსბერის ჰოსპიტალში მოათავსეს. ის საკუთარ საწოლში ალკოჰოლის ზედმეტი დოზის მიღების შემდეგ იგუდებოდა. მისი მეგობარი გოგონა და 15 თვის ვაჟის დედა, სარა ასპინი, არ გამორიცხავს, რომ ბლეიკმა სასმელთან ერთად აკრძალული ნარკოტიკიც მიიღო.
ექიმები საიმედოს ვერაფერს ამბობენ...
„ვლოცულობ, რომ გადარჩეს. საკუთარ თავს იმისათვისაც ვამზადებ, რომ შეიძლება ვერ გადარჩეს...“ - ამბობს სარა.
ემი ვაინჰაუზის მამამ Twitter-ზე მკითხველებს ლოცვისკენ მოუწოდა: „გახსოდვეთ, რომ ემის ის უყვარდა“.
კომენტარი