სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიბიელი მეამბოხეები ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებებს ითხოვენ

ლიბიელ მეამბოხეთა ლიდერმა მუსტაფა აბდულ-ჯალილმა ლიბიის ქალაქ ბენღაზიში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლიბია სასწრაფოდ საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას. მეამბოხეთა ლიდერმა, პირველ რიგში მედიკამენტები და ქირურგიული ხელსაწყოები ითხოვა.
მეამბოხეების საველე მეთაურმა ომარ ალ-გუზაილმა განაცხადა, რომ მათ უკვე საბოლოოდ მოიგერიეს კადაფის მომხრეთა შენაერთები და რომ უკვე მთლიანად აკონტროლებენ ტრიპოლის.
ლიბიელმა აჯანყებულებმა ჰუმანიტარულთან ერთად, ფინანსური დახმარებაც ითხოვეს და წინადადებით მიმართეს არაბულ სახელმწიფოთა ლიგას. ქაიროში ჩატარებულ ამ ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე პირველად გამოჩნდა არა კადაფის წარგზავნილი ჩინოვნიკი, არამედ ლიბიის გარდამავალი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მაჰმუდ ჯიბრილი. მის გამოჩენას შეკრებილები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ჯიბრილმა განაცხადა, რომ თუ საბჭოს არ ექნება შესაბამისი თანხა, რაც საჭიროა ჰუმანიტარული კატასტროფის შესაჩერებლად, ლიბიას ახალი განსაცდელი ელის.
არაბეთის ლიგის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეკრებაზე მოუწოდეს მსოფლიო საზოგადოებას, კერძოდ კი გაეროს უშიშროების საბჭოს, რომ ისევ გააქტიუროს ლიბიის აქტივები, რომლებიც კონფლიქტის დაწყებიდან სულ ცოტა ხანში გაიყინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100