სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალი დენის დარტყმით გარდაიცვალა მაშინ, როდესაც საყვარლის განრისხებულ ცოლს გაურბოდა

ჩინეთში 32 წლის ქალის სასიყვარულო რომანი ცოლიან მამაკაცთან ტრაგიკულად დასრულდა.

ცოლმა ქმარსა და საყვარელს ინტიმური კავშირის დროს შეუსწრო საკუთარ სახლში. საყვარელმა გადაწყვიტა მესამე სართულის ფანჯრიდან გადამხტარიყო, რადგან ისტერიკაში ჩავარდნილი ცოლი ქალის საცემად იწევდა. გადახტომის შემდეგ ქალი ელექტროგაყვანილობის კაბელებში გაიხლართა და დენმა დაარტყა. დარტყმის შედეგად იგი გარდაიცვალა.

გვამის ჩამოტანა ელექტრო გაყვანილობის ხარვეზების გამო რამდენიმე საათი ვერ მოხერხდა და ცხედარი ამ ხნის განმავლობაში ცალი ფეხით იყო ჩამოკიდებული კაბელზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100