სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დარწმუნებული ვარ ბონდარენკომ სულ არ იცის რა შარში გახვიეს"

სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი ატყდა, მას შემდეგ რაც საქართველოში სტანისლავ ბონდარენკოს ჩამოყვანის ორგანიზატორი საქველმოქმედო ორგანიზაცია ნანუკა ჟორჟოლიანმა გულგრილობაში დაადანაშაულა და გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ავადმყოფს, (მიშო სხვიტარიძეს) რომლის დასახმარებლადაც ბიონდარენკომ სპექტაკლი და სხვა ღონისძიებები გამართა საქველმოქმედო ორგანიზაციისგან ფული არ მიუღია.

დრონი.ჯი სიტუაციის სრული სურათის გარკვევას შეეცადა და ჩვენი ჟურნალისტი სამივე მხარეს, საქველმქომედო ორგანიზაციის წარმომადგენელს, სხვიტარიძის დედას და ნანუკა ჟორჟოლიანს გაესაუბრა.

როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განმარტა, ბონდარენკოს მონაწილეობით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად შეგროვდა 16 ათასი ლარი, რომელიც კლინიკის ანგარიშზე უნდა გადაერიცხა საქველმოქმედო ორგანიზაციას. ოპერაციას 43 000 დოლარი სჭირდება, სრული თანხა არ არის, ოპერაცია ვერ ინიშნება და არც ისაა ცნობილი თუ რომელ კლინიკაში დააწვენენ მიშო სხვიტარიძეს.

ელენე თარგამაძე - ორგანიზატორი: როგორ არ სრცხვენია ნანუკა ჟორჟოლიანს ამას რომ წერს, ჯერ იყო და ინსტაგრამზე მივწერეთ და არც შეგვიმჩნია, მერე რომ გაიგო რომ იმედს უნდა გაეშუქებინა სტანისლავის ჩამოსვლა დაგვიბარა მე და ნათია და გვთხოვა მე მომეცით ექსკლუზივიო. ჩვენთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა იმედი გააშუქებდა თუ რუსთავი 2, თან დაგვპირდა ექსკლუზივის საფასურად სტანისლავის თვითმფრინავის ბილეთების ფულს გადავიხდიო, ამიტომაც დავთანხმდით.

მართალია ბილეთები ნანუკამ იყიდა, მაგრამ არ შეასრულა სხვა დაპირებები. გვითხრა, რომ თუ ფული არ შეგროვდებოდა, კიდევ ცალკე სიუჯეტს გააკეთებდა მიშოზე, ასევე გადაცემაში არ გაუშვია ანგარიშის ნომერი, რომელზეც ხალხს ფული უნდა გადაერიცხა.

ახლა გამოდის და ასეთ სტატუსს წერს.

ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა ეს არის დიდი სიცრუე. პირველმა ჩაიარა მართლაც ანშლაგით, ხოლო მეორემ და მესამემ საერთოდ არ გაამართლა, ნახევარიც არ გაყიდულა. ამას დამიდასტურებენ ბავშვები, რომლებიც თეატრის დაწყებამდე გვეხმარებოდნენ ბილეთების გაჩუქებაში, რომ დარბაზი ცარიელი არ ყოფილიყო.

სკანდალი გინდათ? თუ გული შეგტკივათ? უფრო პირველი!!! რაზე მელაპარაკება? ისეთი გატაცებული იყო რეიტინგით ბავშვის ანგარიშის ნომრის გამოცხადებაც კი დააავიწყდა, რაზეც შეთანხმებულები ვიყავით...

ჩვენ ეს ფული არსად წაგვიღია, უბრალოდ ვუთხარით ქალბატონ ციურის, რომ კლინიკის ანგარიშზე ჩავურიცხავდით. 16 ათასი ლარია სულ შეგროვილი და თუ პირად ანგარიშზე უნდოდა მიშოს დედას ფულის მიღება, უნდა ეთქვა, არც ეგ იქნება პრობლემა თუ ასე უნდა მალევე ჩავურიცხავთ პირად ანგარიშზე. მანამდე კი რაც ხალხმა პირადად გადმოგვცა ის თანხა ჩვენ მივუტანეთ მიშოს დედას და ამას ქალბატონი ციურიც დაადასტურებს. ჩვენ არავის თანხა არ გვინდა მითუმეტესს მიშოსი.

მიშო სხვიტარიძის დედა, ციური: „ჩვენ თანხა არ მიგვიღია, არც ის არ უთქვამს ვინმეს რომ კლინიკის ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა. უბრალოდ 3 თვე გავიდა და ოპერაციაც გადაუდებელია, თან დავიღალე ამ ხალხის კომენტარებით, თითქოს მე ჩემი შვილის ავადმყოფობით ვმანიპულირებ, იმდენ საზიზღრობას წერენ სოციალურ ქსელში გადავირიე.“ - განაცხადა ციური ცხვიტარიძემ საუბრის დასაწყისში.

ელენემ და ნათიამ წვრილ წვრილი თანხები მომცეს, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ კონცერტებზე მანქანით მიჰყავდათ და მოჰყავდათ მიშო, თუმცა ბოლო ორჯერ თვითონ გავუშვი შვილი ტაქსით. სანამ სტანისლავს ჩამოიყვანდნენ, მიშო წაიყვანეს და მას ბევრი რამ უყიდეს, მაგრამ რაც შეეხება ოპერაციის ფულს ეს ჯერ არ მიმიღია, თუმცა დღეს საქველმოქმედო ორგანიზაციიდან დღეს დაურეკეს და თანხის ხვალ ჩარიცხვას დაპირდნენ.

ნანუკა ჟორჟოლიანი: მე ამ ამბავში ვიყავი თავიდან ჩართული, აქამდე ვიცოდი პირველი ვერსია რაღაცა რუსეთის ანგარიშები უნდა გასწორდესო, მეორე ვერსია ვიცოდით, რომ რაღაცა თანხის სრულად შეგროვებას ელოდებოდნენ.

თქვენ რა გგონიათ სანამ სტატუსს დავწერდი მანამდე მათთან არ დავრეკე? სულ ვკითხულობდით რა ხდება, თავიდანვე არ მოგვეწონა დამოკიდებულება მათი არ მინდა ყველა დეტალი გამოვიტანო სააშკარაოზე.

პირველი ეჭვი გამიჩნდა მაშინ როცა გადაცემაში მოვიწვიე და მითხრეს არ გვკითხო რამდენი თანხა შევაგროვეთო. სად გინახავთ საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორები მალავდენ შემოსული თანხის ოდენობას, ამას ამხელას ყველა, ფონდ „იავნანათი“ დამთავრებული. ამან გამოწვია ჩემი ეჭვი და ხშირად დავიწყე ამ ამბის მოკითხვა.

რაც შეეხება მათ ბრალდებას გადაცემა ხომ ნახეთ, სად არ იყო იქ ანგარიშის ნომერი, რაზე მეკამათება გადაცემის ქრონომეტრაჟზე? რაც მთხოვეს ყველაფერი არ გავუკეთე? ბილეთებს ვერ ყიდულობნენ ბონდარენკოსთვის, რა ვქენი? ვუყიდე. მერე დამირეკეს ბიზნეს-კლასი უნდაო, ბიზნეს-კლასი ვუყიდე? ვუყიდე.

მე სულ არ ვიცოდი ვის რა ექსკლუზივი უნდა ჰქონოდა, ძაან არასწორ დავაში შევდივართ.

ფაქტი არის ის, რომ სამი თვის განმავლობაში ბავშვს ფული ხომ არ ჩარიცხვია? ვსო ეს არის მთავარი.

არაჩვეულებრივი წამოწყება იყო და დარწმუნებული ვარ ბონდარენკომ სულ არ იცის რა შარში გახვიეს, დარწმუნებული ვარ ბიჭმა არ იცის. მე არ მინდოდა ამ ამბის ატეხვა, ჯერ იმიტო არ მინდოდა, რომ ის ბიჭი ცეკვავდა, და სულ არ მინდოდა რომ ორგანიზატორების არასწორ ქმედებას ხელი შეეშალა, ვიღაცას აგრესია მასზე გაუჩნდებოდა და რა დააშავა იმ ბიჭმა ხო?

ეხლა ხომ დაურეკეს მიშოს დედას და უთხრეს ხვალ ჩაგირიცხავთო. კიდევ კარგი რომ ეს სტატუსი დავწერე. ეს ამბავი რომ არ ატეხილიყო დარწმუნებული ვარ არც ჩარიცხავდნენ თანხას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100