,,ალიანსი” იშლება?!
,,დრონი ჯი”-ს ინფორმაციით, ,,ალიანსი საქაართველოსთვის” მალე დაიშლება. ,,ალიანსი” ფაქტობრივად დაშლილია, თუმცა ამის საჯაროდ თქმისაგან ,,ალიანსის” ლიდერები ჯერჯერობით თავს იკავებენ. ჩვენი ცნობით, ახლო მომავალში ,,ალიანსელები” თავიანთი პოლიტიკური განქორწინების შესახებ ოფიციალურად განაცხადებენ. ხო აბა როდემდე დამალავენ ალასანიასა და ,,რესპუბლიკელებს” შორის შავმა კატამ რომ გაირბინა. წყაროს მტკიცებით, ალასანიას ერთი სული აქვს ,,რესპებს” გამოეყოს. ალასანია თურმე კარგა ხანია ფიქრობს მათი კლანჭებისგან თავის დახსნას, თუმცა არჩევნებამდე ამას ვერ აკეთებდაო.
ალასანიას ყელში ამოსვლია ხიდაშელ-ბერძენიშვილის დუეტის ბრძანებლური ტონი და კაპრიზები და აბა ჰე და აბა ჰოო უთქვამს მათთვის, ქუდს ვიხურავ და გშორდებითო. ალასანია სადაც წავიდ-წამოვიდოდა ყველასგან ის ესმოდა ,,რესპუბლიკელებთან” რა გინდა, სანამ მათთან იქნები ფონს ვერ გახვალო.
რომ არა ხალხისთვის საძულველი ,,რესპუბლიკელები” არჩევნებში მეტ ხმებს აიღებდი, შეიგნე ეს და შეეშვი ამ ხალხსო. ხოდა ალასანიასაც როგორც იქნა გაუსიგრძეგანებია ეს და მათი გზებიც გაყოფილა. წყაროს თქმით, ეს მათი გაყრის ერთ-ერთი მიზეზია.
თავად ალასანია საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციის და მისი სტუქტურების გაძლიერებაზე გადავა. აი, რა ბედი ელით ,,რესპუბლიკელებს” და ,,ახლებს” ეს ჯერჯერობით გაურკვეველია, ისე ყველას ახსოვს ეს პარტიები არჩევნებში ხმათა რა დაბალ რაოდენობას იღებდნენ. ასე რომ მათ დაბალ რეიტინგს თუ გავითვალისწინებთ დიდი შანსია, რომ პოლიტიკურ გვამებადაც იქცნენ.
თავად ალასანია საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციის და მისი სტუქტურების გაძლიერებაზე გადავა. აი, რა ბედი ელით ,,რესპუბლიკელებს” და ,,ახლებს” ეს ჯერჯერობით გაურკვეველია, ისე ყველას ახსოვს ეს პარტიები არჩევნებში ხმათა რა დაბალ რაოდენობას იღებდნენ. ასე რომ მათ დაბალ რეიტინგს თუ გავითვალისწინებთ დიდი შანსია, რომ პოლიტიკურ გვამებადაც იქცნენ.
,,დრონი ჯი” ამ საკითხზე კომენტარისთვის ,,ალიანსის” ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ აბაშიძეს დაუკავშირდა:
- ბატონო ზურაბ, ჩვენი ინფორმაციით ,,ალიანსი” იშლება...
- ,,ალიანსი” არ იშლება და ეს, რომ ასე იყოს ამის შესახებ აუცილებლად განვაცხადებდით. დამერწმუნეთ, ,,ალიანსის” დაშლაზე საუბარი არც არის, ჩვენ ვიყავით და ვართ ერთად. ჩვენ ვაგრძელებთ იმ რეჟიმში მუშაობას, რომელშიც აქამდე ვმუშაობდით, თუმცა გამორიცხული არაფერია, მაგრამ ახლა ,,ალიანსის” დაშლაზე საუბარიც ზედმეტია.
პ.ს. სხვათა შორის, ,,ალიანსში” არც სუბარის წასვლას ადასტურებდნენ, თუმცა... არადა ,,დრონი ჯი” ერთი თვით ადრე წერდა, რომ სუბარი ,,ალიანსს” დატოვებდა. ნათქვამია: ,,აღდგომა და ხვალეო” და დაიშლება თუ არა ,,ალიანსი” ამასაც სულ მალე ვნახავთ.
კომენტარი