სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნეპოტიზმი სვანეთში

გთავაზობთ გოგა ხაჩიძის ფეისბუქ პოსტს, რომელიც არჩევენების შემდეგ ქვეყანაში ნეპოტიზმის გააქტიურების თემის გაგრძელება გახლავთ

„მესტიის გამგეობის აპარატში სულ არის 48 საშტატო ერთეული. ახალი გამგებლის, კაპიტონ ჟორჟოლიანის დანიშვნის მერე 16 ადამიანი გაათავისუფლეს გამგეობის აპარატიდან. აგრეთვე 13 სოფლის რწმუნებული (სულ 16 რწმუნებულია) და 28 რწმუნებულის თანაშემწე (სულ 32 თანაშემწე იყო). გამოთავისუფლებულ ადგილებზე დანიშვნა ხდება ერთადერთი კრიტერიუმით - დეპუტატ ვიქტორ ჯაპარიძის ნათესაობა და მეგობრობა:
- გამგებელი - კაპიტონ ჟორჟოლიანი - ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავია;
- გამგებლის მოადგილედ დაინიშნა მაიზერ ჯაფარიძე - ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილი;
- მეორე გამგებლის მოადგილედ დაინიშნა ნელი ნავერიანი - ვიქტორ ჯაფარიძის რძალი;
- გამგეობის აპარატის უფროსად დაინიშნა ლევან კიკვიძე - ვიქტორ ჯაფარიძის დის შვილი;
- საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს ვახტანგ ნაკანი - კაპიტონ ჟორჟოლიანის ბიძა (დედის ძმა) და მაიზერ ჯაფარიძის ცოლის ძმა;
- სოციალური სამსახურის უფროსად დაინიშნა სოფო ჩხვიმიანი - ვიქტორ ჯაფარიძის რძალი (ბიძაშვილის ცოლი);
- კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსად დაინიშნა თინათინ ფრუიძე - ვიქტორ ჯაფარიძის მეგობრის, ბადრი ფირცხელანის რძალი;
- მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარ სპეციალისტად დაინიშნა გეგი ქოჩქიანი - ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავი (მაიზერ ჯაფარიძის დის შვილი);
- საკრებულოს თავმჯდომარის მდივნად დაინიშნა გვანცა ფალიანი - ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავი (მაიზერ ჯაფარიძის დის შვილი);
- მესტიის პოლიციის უფროსად დაინიშნა ილო გერლიანი - ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილი.“ -წერს ხაჩიძე სოციალურ ქსელში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100