სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდა.

ოპოზიიციის ლიდერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რომლის თანახმადაც მელიამ გირაოს სახით 20 დღის ვადაში 30 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს.

შეგახსენებთ, ბრალდების მხარე მას 20 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება და პროკურატურის მოთხოვნით მელიას დეპუტატის იმუნიტეტიც შეუჩერეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100