13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ენერგიის მომატებას იგრძნობთ, არ გაგიჭირდებათ დაწყებული საქმეების მოგვარება. თუმცა, ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. არ გაართულოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან.
კურო
ნუ გადავარდებით ილუზიებში. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ნათესავებთან. საღამოს გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.
ტყუპი
ახალი, გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდებათ. კარგი დღეა პროექტების კოლეგებთან ერთად განსახილველად. თუმცა, სიფრთხილე გმართებთ სიტყვებში, ქმედებისას.
კირჩხიბი
ენერგიის მომატებას იგრძნობთ და არ გაგიჭირდებათ ვალდებულებების მოგვარება. ნუ გექნებათ გარშემო მყოფების დახმარების იმედი. დარეგულირდება ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.
ლომი
მშვიდად გაატარეთ დღევანდელი დღეა. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან. ეცადეთ მოიშოროთ არასაჭირო ნივთები და ურთიერთობებიც.
ქალწული
დღეს საშუალება მოგეცემათ მეტად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები. ძველი საქმეების მოსაგვარებლად ახალი მეთოდები უნდა გამოიყენოთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ბავშვებს.
სასწორი
კრიტიკული დღეა; ნუ გაართულებთ ურთიერთობას პარტნიორებთან. ნუ ხართ ეჭვიანი და ეგოისტური მათ მიმართ. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
მორიელი
ცვლილებების, ახალი ამბების მიღებისა და გადამუშავების დღეა. ეცადეთ, არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ზოგიერთი დიდი ხნის ნატვრას აისრულებს.
მშვილდოსანი
თავშეკავებულად და დიპლომატიურად იმოქმედეთ. დაკვირვებულად იმოქმედეთ თუ არ გსურთ, შეცდომები დაუშვათ. მოერიდეთ უსიამოვნებას ურთიერთობაში.
თხის რქა
სხვადასხვა სფეროში გამოავლენთ ნიჭს. კარგი დღეა ჯგუფური მეცადინეობისა და კოლეგებთან მუშაობისთვის. ახალგაცნობილები შეიძლება საქმიან პარტნიორებად გაიხადოთ.
მერწყული
მოერიდეთ თავგადასავლებს, გაერიდეთ კრიტიკულ სიტუაციებს. ყურადღება გმართებთ მუშაობისას დეტალებისამი და მგზავრობისას - საჭესთან.
თევზები
შეიძლება ძველი მეგობრები გესტუმრონ. გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები. ეცადეთ, ობიექტურად შეაფასოთ მოვლენები.
კომენტარი