სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ელბაქიძის აღმართზე მძღოლს სატვირთო მანქანა დაუგორდა და მის ქვეშ მოყვა

თბილისში, ელბაქიძის აღმართზე მძღოლს სატვირთო მანქანა დაუგორდა და მის ქვეშ მოყვა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, მძღოლი სატრანსპორტო საშუალების ქვეშ იყო და მის შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც მანქანა დაგორდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100