დავით სონღულაშვილი: გურჯაანს ახალი ინიციატივები სჭირდება
აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი. მან მორიგი შეხვედრები ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან, შშმ პირებთან და სოფელ ძირკოკის მოსახლეობასთან გამართა.
დავით სონღულაშვილი მუკუზნის ღვინის ქარხანას „მარანულს“ ესტუმრა და დაათვალიერა. გაეცნო ქარხნის სამომავლო გეგმებს და მათი ღვინოები დააგემოვნა. ქარხანა იაფი კრედიტის დახმარებით გაფართოვდა და აღიჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიით. მთელი წლის განმავლობაში 1 000 000 ბოთლი ღვინო იწარმოება, რომელიც ექსპორტზე დაახლოებით 15 ქევყანაში გადის, რაც პროდუქციის 80%-ია. „მარანულის“ ღვინოებმა წელს ესპანეთში ოქროს და ვერცხლის მედლები მიიღეს. ქახანას მინიჭებული აქვს ISO 22000 ხარისხის სერტიფიკატი და მომავალში გეგმავს გახსნას პროფსასწავლებელი, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებს შეასწავლიან მეღვინეობას, მევენახეობას და სასოფლო-სამეურნეო დარგების სპეციალობებს.
დავით სონღულაშვილი სოფელ ველისციხეში ავეჯის საამქროში იმყოფებოდა. მან ადგილზე დაათვალიერა წარმოების პროცესი და სამომავლო გეგმებს გაეცნო. ველისციხის ავეჯის საამქრო ამ დროისათვის 2 მაღაზიას ფლობს და დაახლოებით 50 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. საამქრო მომავალში გაფართოებას გეგმავს და აპირებს ისარგებლოს ჩაერთოს პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“.
დეპუტატობის კანდიდატმა, გურჯაანში არსებულ კოოპერატივ „გილეს“ მიერ დაფუძნებული მაყვლისა და ჩირის საწარმო მოინახულა. საწარმო USAID-ის გრანტის დახმარებით შეიქმნა და მისი მიზანია, რეგიონში მაყვლისა და ჩირის წარმოების ცენტრი გახდეს. ამ ეტაპზე საწარმო მხოლოდ ჩირს აწარმოებს, თუმცა სამომავლოდ, კენკროვანი ხილის წარმოების განსავითარებლად, დაგეგმილია სამაცივრე დანადგარების შეძენა. კოოპერატივის დირექტორის იზოლდა ქიტესაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მაყვალი 4 ჰა მიწის ტერიტორიაზე მოჰყავთ. ვინაიდან ბაზარზე მაყვლის დიდი მოთხოვნაა, ისინი გაფართოებას აპირებენ. მათ იაფი კრედიტი აიღეს 5 წლის ვადით, რომლითაც საჭირო ტექნიკის ყიდვაა დაგეგმილი.
„გურჯაანის მუნიციპალიტეტს სჭირდება ახალი ხედვები და ინიციატივები. ეს საწარმო ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შეუზღუდავია ბიზნესის სფერო. კენკროვანის წარმოება და მისი რეალზება ევროპაში, პერსპექტიული საქმეა. საწარმოას აქვს პოტენციალი გახდეს რეგიონული წარმოების ცენტრი. მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს ამ დარგისა განვითარებისათვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მორიგი შეხვედრა დავით სონღულაშვილმა სოფელ კარდენახში ახლადგახსნილ ინკლუზიური განათლების ცენტრში გამართა. ცენტრში 15 შშმ პირი სწავლობს. აქ მათ შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ სხვადასხვა ხელსაქმე. დღეის მდგომარეობით გურჯაანის მუნიციპალიტეტში 175 შშმ პირი ცხოვრობს, რომელთა საზოგადოებაში ინტეგრაცია მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, უმნიშვნელოვანესი სოციალური ამოცანაა.
ბოლო შეხვედრა დავით სონღულაშვილმა მშობლიური სოფლის, ძირკოკის მოსახლეობასთან გამართა. მან საარჩევნო პროგრამა წარუდგინა ადგილობრივებს და მათი პრობლემები მოისმინა.
(რეკლამა)
კომენტარი