სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკმა „დირსის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური იპოთეკური სესხი შეიმუშავა

საცხოვრებელ კომპლექსში „დირსი“ ბინების შეძენის მსურველებს დღეიდან თიბისი ბანკი სპეციალური პირობებით სთავაზობს სესხს: მხოლოდ 15%-იანი თანადაფინანსება, გადახდის გრძელვადიანი გრაფიკი და შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთი - ეს ყველაფერი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინოს ბინა „დირსის“ დასრულებულ საცხოვრებელ კომპლექსში მაქსიმალურად ხელმისაწვდომი პირობებით.

დღეს საერთაშორისო დეველოპერული ჰოლდინგის „AS Group Investment“-ის შვილობილ კომპანიას „AS Georgia“-სა და თიბისი ბანკს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი პროექტის „დირსი“ შესახებ. ახალი პირობები უფრო ხელმისაწვდომს ხდის ამიერკავკასიაში უმსხვილეს საცხოვრებელ კომპლექსში დასრულებული ბინების შეძენის შესაძლებლობას.

ამასთან ერთად, ჰოლიდინგმა „AS Group Investment“-ი მომავალი მობინადრეებისთვის რამდენიმე მომგებიანი შემოთავაზება შეიმუშავა. კერძოდ, დღეიდან, „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენის მსურველებისთვის მოქმედებს ორი შეთავაზება: 2 ან 3 ოთახიანი ბინის შეძენის შემთხვევაში მოქმედებს ფიქსირებული კურსი 1 USD = 2.0 GEL, რაც საკმაოდ მომგებიანი კურსია ლარის არსებულ ნიშნულთან მიმართებაში. გარდა ამისა, ყველა იმ მომხმარებელს, ვინც ივლისის ბოლომდე შეიძენს 3 ოთახიანი ბინას, საჩუქრად გადსაეცემა ავტომობილი Nissan Sunny-ს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100