სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2011 წელს გლობალური ეკონომიკის ტემპი დაბალი იქნება

სავალუტო ფონდის ინფორმაციით, ეს ძირითადად განვითარებად სამყაროში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობით აიხსნება. მართალია, მზარდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებში ეკონომიკური განვითარების ტემპი სწრაფია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით ჩინეთი და სხვა მსგავსი ქვეყნები ძალიან დამოკიდებულები არიან ექსპორტზე.
დსაფკლ;სდკ;ფდგჯდკლფ
შეერთებულ შტატებსა და ევროპის მდიდარ სახელმწიფოებში ნელი ეკონომიკური განვითარების ტემპის მიუხედავად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, წელს გლობალური ეკონომიკა 4.8 პროცენტით გაიზრდება. როგორც ექსპერტები აცხადებენ, გლობალური ეკონომიკის ზრდის ლომის წილი, მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე მოდის, განსაკუთრებით აზიის რეგიონში.
დსაფკლ;სდკ;ფდგჯდკლფ
სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად მზარდი და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების წილი 2010 წლის გლობალურ ეკონომიკაში 7.1 პროცენტს მიაღწევს. ხოლო 2011 წელს ეს მაჩვენებელი 6.4 პროცენტამდე შემცირდება. აზიის რეგიონის სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში კი, ეკონომიკური ზრდის ტემპი წელს 9.4 პროცენტს მიაღწევს, მაგრამ მომავალ წელს ეს მაჩვენებელი 8.4 პროცენტამდე შემცირდება.
დსაფკლ;სდკ;ფდგჯდკლფ
არათანაბარი ეკონომიკური გამოცოცხლების შესანარჩუნებლად მსოფლიო ეკონომიკაში ეკონომიკურ ძალთა გადანაწილებაა საჭირო.
დსაფკლ;სდკ;ფდგჯდკლფ
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ დაბალანსებული ეკონომიკური გამოცოცხლების მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის საჭიროა ორი საკმაოდ რთული დამაბალანსებელი ზომის მიღება და მათი პროგნოზის მთავარ თემას სწორედ ეკონომიკური ძალების დაბალანსება წარმოადგენს.
დსაფკლ;სდკ;ფდგჯდკლფ
ხსენებული ამოცანის მისაღწევად შეერთებულმა შტატებმა და სხვა მდიდარმა ქვეყნებმა საკუთარი ექსპორტი უნდა გაზარდონ. ხოლო სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებმა უცხოურ ბაზრებზე დამოკიდებულება უნდა შეამცირონ და საკუთარ საშინაო ბაზრებზე მოთხოვნის სტიმულირება უნდა დაიწყონ.
დსაფკლ;სდკ;ფდგჯდკლფ
ბალანსის მიღწევის თემა შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებშიც საკმაოდ აქტუალურია. მნიშვნელოვანია, რომ მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა უფრო დრეკადი და ბაზარზე ორიენტირებული გაცვლითი სისტემები შემოიღონ. ეს განსაკუთრებით იმ ქვეყნებს ეხება, რომელთა ფულადი ერთეულები ხელოვნურად შემცირებულია.
დსაფკლ;სდკ;ფდგჯდკლფ
შეერთებული შტატების მთავრობას სჯერა, რომ ჩინეთის მთავრობა ჩინური ფულადი ერთეულის ღირებულებას განგებ ამცირებს, რათა გლობალურ ბაზარზე ქვეყნის ექსპორტი იაფი იყოს და შესაბამისად კარგად გაიყიდოს. სამაგიეროდ ჩინეთში მიმავალი იმპორტი ბევრად უფრო ძვირია.
დსაფკლ;სდკ;ფდგჯდკლფ
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით, გაცვლითი კურსის საკითხი და გლობალური ეკონომიკის დაბალანსება, წელს სამხრეთ კორეაში დაგეგმილი დიდი ოცეულის ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრაზე დღის წესრიგში შევა.

ფონდის მმართველობის რეფორმასთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებშიც ისაუბრებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100