სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მამის საფლავზე ასულა ძმაკაცებთან ერთად, საფლავის ქვას ჩახუტებია და უთქვამს, - მამი, მეც მალე მოვალ შენთან, შენსავით გმირიო" - სამშობლოსთვის თავდადებული გზირიშვილები

20 წლის კაპ­რა­ლი ვახ­ტანგ გზი­რიშ­ვი­ლი 8 აგ­ვის­ტოს, რუ­სუ­ლი ავი­ა­ცი­ის და­ბომბვის შე­დე­გად, ცხინ­ვა­ლის შე­სას­ვლელ­თან, სო­ფელ ტბეთ­თან მა­შინ და­ი­ღუ­პა, რო­დე­საც დაჭ­რი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი სამ­შვი­დო­ბო­ზე გა­მოჰ­ყავ­და. და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ვახ­ტანგ გორ­გას­ლის I ხა­რის­ხის ორ­დე­ნით. ვახ­ტან­გი ერ­თა­დერ­თი არ არის ოჯა­ხი­დან, ვინც სამ­შობ­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბას და უსაფრ­თხო­ე­ბას შე­ე­წი­რა. აფხა­ზე­თის ომის გმი­რია მისი მამა, ბად­რი გზი­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სო­ფელ ტა­მიშ­თან შე­ტა­კე­ბი­სას და­ი­ღუ­პა. მამა-შვი­ლის გმი­რო­ბის, თავ­და­დე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ გმი­რი შვი­ლის დედა და გმი­რი მე­უღ­ლის ქვრი­ვი მა­რი­ნა გზი­რიშ­ვი­ლი გვი­ამ­ბობს: - რუ­სე­თის მი­წა­ზე და­ბა­დე­ბულ ჩემს შვილს რუ­სებ­მა სამ­შობ­ლოს მი­წა­ზე მო­უ­ღეს ბოლო. ვახო სმო­ლენ­სკის ოლ­ქში, ქა­ლაქ იარ­ცე­ვო­ში და­ი­ბა­და. მე და მა­მა­მი­სი იქ ვმუ­შა­ობ­დით - ბად­რი დურ­გლად, მე - მლე­სა­ვად და მღე­ბა­ვად. ვახო რომ შეგ­ვე­ძი­ნა, ჩვენ უკვე გვყავ­და უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი - ნა­თია, ვახ­ტან­გის უფ­რო­სი ძმა - ამი­რა­ნი კი, ერთი წლის ასაკ­ში, ჯერ კი­დევ რუ­სეთ­ში წას­ვლამ­დე, ექი­მე­ბის და­უ­დევ­რო­ბის გამო დაგ­ვე­ღუ­პა - კო­ღოს ნაკ­ბე­ნი გა­ურ­თულ­და და არას­წო­რად უმ­კურ­ნა­ლეს... შვი­ლის გა­ჩე­ნა აღარ მინ­დო­და, მაგ­რამ ბად­რიმ მთხო­ვა, გული მიგ­რძნობს, ესეც ბიჭი იქ­ნე­ბა და გა­ა­ჩი­ნეო. გა­ვა­ჩი­ნე, მაგ­რამ გან­გე­ბამ არც ის შე­მარ­ჩი­ნა... - პირ­ველ რიგ­ში, თქვე­ნი მე­უღ­ლის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ... - ჩვენ ორი­ვე რუს­თა­ვი­დან ვართ, კლა­სე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, სკო­ლის მერ­ხი­დან გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი. მე-11 კლას­ში ვი­ყა­ვით, რომ გა­ვი­პა­რეთ და ოჯა­ხი შევ­ქმე­ნით. იმის მერე ჩვე­ნი შრო­მი­თა და გარ­ჯით გაგ­ვქონ­და თავი. ბად­რი მო­ჭი­და­ვე იყო, სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლიც ჰქონ­და, მაგ­რამ გვი­ჭირ­და, ორი­ვე ღა­რი­ბი ოჯა­ხი­დან ვი­ყა­ვით... 1985 წელ­ში, კომ­კავ­ში­რუ­ლი საგ­ზუ­რით წა­ვე­დით იარ­ცე­ვო­ში. ახა­ლი ქა­ლა­ქი შენ­დე­ბო­და, სულ ახალ­გაზ­რდე­ბი ვი­ყა­ვით, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან უამ­რა­ვი და­მი­ა­ნი იყო ჩა­მო­სუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­დან მხო­ლოდ მე და ბად­რი. სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში დავ­ბი­ნავ­დით, ნა­თი­აც იქ მი­ვიყ­ვა­ნეთ სკო­ლა­ში. ვახო რომ შეგ­ვე­ძი­ნა, ბი­ნაც ზუს­ტად მა­შინ მოგ­ვცეს. თით­ქოს ტკი­ვი­ლი წარ­სულ­ში დარ­ჩა, შვი­ლებ­თან ერ­თად ბედ­ნი­ე­რად ვცხოვ­რობ­დით, მაგ­რამ მერე იყო 9 აპ­რი­ლი... ამის შე­სა­ხებ შემ­თხვე­ვით გა­ვი­გე, მა­შინ, რო­დე­საც მშობ­ლე­ბის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ამა­ნა­თი გავ­ხსე­ნი, ჩურ­ჩხე­ლე­ბი ამო­ვი­ღე და ის გა­ზე­თი ვნა­ხე, რა­შიც იყო გახ­ვე­უ­ლი ჩურ­ჩხე­ლა. წა­ვი­კი­თხე... იმ­დე­ნი ვი­ტი­რე... მე და ბად­რიმ იმ დღეს­ვე გა­დავ­წყვი­ტეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. იარ­ცე­ვო­დან ბინა გლ­დან­ში გად­მოვ­ცვა­ლეთ. ორი წელი ბედ­ნი­ე­რად გა­ვა­ტა­რეთ, მერე აფხა­ზე­თის ომი და­ი­წყო. ბად­რის კო­მი­სა­რი­ა­ტი­დან მო­ა­კი­თხეს და წა­იყ­ვა­ნეს. ნა­თია სკო­ლა­ში გა­ვუშ­ვი, 4 წლის ვა­ხოს კი ხელი მოვ­კი­დე და მეც ბად­რის გავ­ყე­ვი. ბავ­შვს რომ შეს­ცივ­და და მო­შივ­და, შინ დავ­ბრუნ­დი, და­ვა­პუ­რე, გა­ვათ­ბე და ისევ კო­მი­სა­რი­ატ­ში წა­ვე­დი, მაგ­რამ ბად­რი უკვე წაყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­დათ... მა­შინ არც მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი იყო, არც ინ­ტერ­ნე­ტი და შუ­ქიც იშ­ვი­ა­თად მო­დი­ო­და. მე­უღ­ლის შე­სა­ხებ ვე­რა­ფერს ვი­გებ­დი. ერთხე­ლაც, გვი­ან ღა­მით კა­რებ­ზე კა­კუ­ნის ხმა მო­მეს­მა, შე­მე­შინ­და, მაგ­რამ მერე ხმაც მო­მეს­მა ბად­რი ვარო. ისე­თი ტა­ლა­ხი­ა­ნი იყო... ფორ­მა გა­ვუ­რე­ცხე, შე­შის ღუ­მელ­თან გა­ვუშ­რე. მი­თხრა, - გარ­დაც­ვლი­ლი მებ­რძო­ლე­ბი ჩა­მო­ვას­ვე­ნეთ და დი­ლით ისევ უნდა წა­ვი­დეო. ვთხო­ვე, აღარ წა­სუ­ლი­ყო, შენ საკ­მა­რი­სად იომე, ახლა სხვებ­მაც აი­ღონ ხელ­ში ია­რა­ღი-მეთ­ქი, - რას მე­უბ­ნე­ბი მა­რი­ნა, 17, 18 წლის ბი­ჭე­ბი ომო­ბენ, ია­რა­ღის ტა­რე­ბაც რომ არ იცი­ან წე­სი­ე­რად, მე სახ­ლში რა გა­მა­ჩე­რებ­სო. ვე­ღა­რა­ფე­რი ვე­ღარ ვუ­თხა­რი... დილა რომ გა­თენ­და, მი­თხრა, ჯერ რუს­თა­ველ­ზე გა­ვი­სე­ირ­ნებ და მერე წა­ვა­ლო, მეც გავ­ყე­ვი, მერე წა­ვი­და და წა­ვი­და... იმის მერე მხო­ლოდ ერთხელ, ისიც ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვნა­ხე. ისე მოხ­და, რომ შუქი მო­ვი­და, მე სამ­ზა­რე­უ­ლო­ში სა­დილს ვა­კე­თებ­დი, ბავ­შვე­ბი ყვი­რი­ლით შე­მო­ვარ­დნენ, - ტე­ლე­ვი­ზორ­ში მა­მი­კო­აო. ვი­ფიქ­რე, რომ მო­ეჩ­ვე­ნათ, მაგ­რამ მა­ინც გა­ვარ­დი. იმ მო­მენტს მი­ვუს­წა­რი, რომ ამომბდა, ცოლ-შვილს მინ­და მო­კი­თხვა გა­დავ­ცეო. იქი­დან მომ­მარ­თა, - მა­რი­ნა შენი იმე­დი მაქვს, ძლი­ე­რი გოგო ხარ და თუ ცო­ცხა­ლი ვერ დავ­ბრუნ­დე­ბი, ვახ­ტან­გი ვაჟ­კა­ცად გა­მი­ზარ­დეო... თხოვ­ნა შე­ვუს­რუ­ლე, ვახ­ტან­გი ვაჟ­კა­ცად გავ­ზარ­დე... 29 წლის ასა­კა­ში დავ­ქვრივ­დი, ნა­თია 13 წლის დამ­რჩა, ვახო 4 - ის. კე­რა­მი­კის ცეხ­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, პარ­ლა­მენ­ტშიც ვმუ­შა­ობ­დი დამ­ლა­გებ­ლად... ძა­ლი­ან დიდი წვა­ლე­ბით გავ­ზარ­დე ჩემი ვაჟ­კა­ცი შვი­ლი... - ვახო რო­გო­რი ბავ­ში იყო, რა უყ­ვარ­და, რა აინ­ტე­რე­სებ­და? - ვა­ხოს გაზ­რდა­ში დე­და­ჩე­მი მეხ­მა­რე­ბო­და, თა­ვი­დან თბი­ლის­ში შე­ვიყ­ვა­ნე სკო­ლა­ში, მაგ­რამ მერე რუს­თავ­ში გად­მო­ვიყ­ვა­ნე და 7 წლის ასა­კი­დან, მეტ­წი­ლად დედა მიზ­რდი­და. მე სულ კა­ცი­ვით გა­რეთ ვი­ყა­ვი, სულ იმის ფიქ­რში ვა­თენ-ვა­ღა­მებ­დი, რომ ჩემი შვი­ლე­ბის­თვის ლუკ­მა-პური მე­შო­ვა და ჩემს ვა­ხოს სხვი­სი ჯი­ბის­კენ თვა­ლი არ გაქ­ცე­ო­და. 15 წლის იყო, როცა მკი­თხა, - მა­მა­ჩე­მი რო­გო­რი კაცი იყოო? მეც ხში­რად ვუყ­ვე­ბო­დი გმი­რი მა­მის ამ­ბებს... უთ­ქმე­ლი, ჭკვი­ა­ნი და კე­თი­ლი ბიჭი იყო. ჯერ კი­დევ სულ პა­ტა­რა იყო, შემ­თხვე­ვით წინ­და გა­მერ­ღვა და ტი­რი­ლი და­ვი­წყე. ვა­ხომ შე­მო­მის­წრო და ენა­მო­ჩლე­ქით მკი­თხა, - რა გა­ტი­რებ­სო. ვუ­თხა­რი, არ იდარ­დო, დედი, წინ­და და­მე­ხა, მაგ­რამ ამოვ­კემ­სამ-მეთ­ქი. ხე­ლე­ბი გა­შა­ლა, აი, დიდი რომ გა­ვიზ­რდე­ბი ამ­დენ წინ­დას გი­ყი­დიო. სკო­ლა­ში ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ. პირ­ვე­ლი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მერე სულ მქონ­და და­ნარ­ჩე­ნი შვი­ლე­ბის და­კარ­გვის შიში და ვა­ხოს გამო ხში­რად დავ­დი­ო­დი სკო­ლა­ში. დამ­რი­გე­ბე­ლი მე­ტყო­და ხოლ­მე, ვა­ხოს ამ­დე­ნი დევ­ნა რად უნდა, უჭ­კვი­ა­ნე­სი ბავ­შვი­აო. ბევ­რი რამ აკ­ლდა, მაგ­რამ უწიგ­ნოდ არა­სო­დეს და­მი­ტო­ვე­ბია. ის­ტო­რია და ლი­ტე­რა­ტუ­რა უყ­ვარ­და. პა­ტა­რა რომ სულ ომო­ბა­ნას თა­მა­შობ­და. სა­თა­მა­შო­ე­ბის ყიდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქონ­და, ქვა­ბებ­სა და ტა­ფებს გად­მო­ა­ლა­გებ­და ხოლ­მე, ქვა­ბებს ტან­კე­ბად მო­ი­აზ­რებ­და...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100