სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბიძაჩემი უკრაინაში გენერალური კონსულია და მისმა კარიერამ მიბიძგა, რომ საერთაშორისო სამართლით დავინტერესდი" - რაზე ოცნებობს "ტასო" და როგორია მისი ცხოვრება სერიალის მიღმა?

პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ერთ-ერთი მთა­ვარ პერ­სო­ნა­ჟი, ტა­სოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ქეთა ორ­ბე­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ბავ­შვია. 4 წლის ასაკ­ში მის­ცეს ეს როლი, დღეს კი უკვე 16 წლის არის და მე­თერ­თმე­ტე კლა­სე­ლია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სე­რი­ალ­ში გა­ი­ზარ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, "ჩცდ" ფი­ნან­სე­ბის უქონ­ლო­ბის გამო გა­ჩერ­და, გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი მო­რიგ სე­ზონს ვერ აახ­ლებს. რას ფიქ­რობს ამა­ზე, რა ემო­ცი­ე­ბი აქვს ქეთა ორ­ბე­ლა­ძეს, რო­მელ­საც 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­რი­ა­ლის გა­რე­შე არც უცხოვ­რია. - მკი­თხეთ, რო­გორ ხარ? რა გი­თხრათ, სწავ­ლის მხრი­ვაც საქ­მე მო­მე­მა­ტა, ამ­ჟა­მად ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სწავ­ლამ და­ი­კა­ვა დიდი ად­გი­ლი. აბი­ტუ­რი­ენ­ტი შემ­დეგ წელს გავ­ხდე­ბი. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალ­ზე მინ­და, "ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში" ჩა­ვა­ბა­რო. - რა­ტომ გი­ზი­დავს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი? - ჰუ­მა­ნუ­რი პრო­ფე­სი­აა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი საგ­ნე­ბი ბარ­დე­ბა, რაც ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­მომ­დის. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ ადა­მი­ა­ნებ­თან, ხალ­ხთან კო­მუ­ნი­კა­ცი­ით და არა­ერ­თი სა­კი­თხით... სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალ­ში ბევ­რი რამ არის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი - იუ­რის­ტო­ბა, დიპ­ლო­მა­ტია. მოკ­ლედ, ამ ეტაპ­ზე ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მი­ზი­დავს და მა­ინ­ტე­რე­სებს. - რო­დის და­ინ­ტე­რეს­დი ამ სფე­რო­თი? - შე­იძ­ლე­ბა ამის მი­ზე­ზად ისიც და­ვა­სა­ხე­ლოთ, რომ ბი­ძა­ჩე­მი უკ­რა­ი­ნა­ში გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლია. ამ­დე­ნი წე­ლია, მის საქ­მი­ა­ნო­ბას, წარ­მა­ტე­ბულ კა­რი­ე­რას ვუ­ყუ­რებ. მოკ­ლედ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლით ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლიც და­ინ­ტე­რეს­და და ორი­ვემ ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვის­წავ­ლოთ. სხვა­თა შო­რის, რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ნამ ამ ყვე­ლა­ფერს გა­დავ­წყვეტ­დი, სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­ბა­რე­ბა მინ­დო­და, რაც და­ჟი­ნე­ბუ­ლი მქონ­და, მაგ­რამ რომ გა­ვი­გე ამ ფა­კულ­ტე­ტის არ­სე­ბობს შე­სა­ხებ, ექი­მო­ბა გა­და­ვი­ფიქ­რე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100