აზერბაიჯანის 24, ხოლო უკრაინის ერთ მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ, მიზეზი კი მაღალი ტემპერატურა გახდა
აზერბაიჯანის 24, ხოლო უკრაინის ერთ მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ, მიზეზი კი მაღალი ტემპერატურა გახდა - ისინი ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან უკან გააბრუნეს.
დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში აცხადებენ, რომ ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ბოლო ორ დღეში, მაღალი ტემპერატურის მქონე სხვა ქვეყნის მოქალაქეები უკან გააბრუნეს.
„უცხო ქვეყნის 25 მოქალაქე მაღალი ტემპერატურითა და ახალი პასპორტით ცდილობდა საზღვრის გადმოკვეთას. ახალი პასპორტში სამოგზაურო ისტორია ნაჩვენები არ არის, რის გამოც სავარაუდოა, რომ ასეთი მგზავრები იმყოფებოდნენ რისკ-ჯგუფ ქვეყნებში. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ირანთან მიმოსვლა შეზღუდა, მგზავრთა ნაკადი შემცირებული იყო, ახლა ისევ მოიმატა“,- განაცხადა განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა.
კომენტარი