სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ძალიან გთხოვთ, გახადეთ ეს ახალი წელი ჩემთვის ჯადოსნური, ძალიან მენატრება ჩემი მამა" - 10 წლის გოგონას ემოციური წერილი თეა წულუკიანს

10 წლის ანასტასია დეკანაძე სოციალურ ქსელში ძალიან ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:


"წერილი ქალბატონ თეა წულუკიანს!

გამარჯობა, ქალბატონო თეა! გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, დაესწარით მრავალს თქვენს ოჯახთან ერთად. მე ვარ ანასტასია დეკანაძე. ვცხოვრობ ქ. ბათუმში ი.ნონეშვილის 16/20 ბ.6-ში. ვარ 10 წლის და ვსწავლობ მე-2 საჯაროს სკოლაში. მყავს ძლიან ლამაზი ოჯახი, სადაც ვცხოვრობთ: მე, ჩემი 9 წლის ძამიკო გიორგი, დედა და მამა. სამწუხაროდ, ახალი წლის შეხვედრა პაპუჩიკოს გარეშე გვიწევს, რადგან ის ზაფხულის დასაწყისში დააკავეს. მას შემდეგ პაპუჩიკოს ნახვის საშუალებას არ გვაძლევენ პოლიციელები. ამ წერილს გწერთ ქალბატონო თეა იმის იმედით, რომ დამეხმარებით და გაიზიარებთ ჩემი და ჩემი ძამიკოს სულის ტკივილს... იქნებ შეძლოთ და შემახვედროთ, ჩამახუტოთ ჩემს მონატრებულ მამას. იქნებ გავიგონო მისი ხმა, ასე ძალიან რომ მომენატრება, ვიგრძნო მისი სურნელი, სახლში შესვლის დროს რომ მხვდებოდა, იქნებ ჩავეხუტო და ცოტახნით მაინც მოვიკლა მისი მონატრების სურვილი, ასე რომ მაგიჟებს...
ახალი წელი, ამბობენ, სასწაულებით, სიკეთითა და იმედებითაა სავსე... ქალბატონო თეა, ძალიან გთხოვთ, გახადეთ ეს ახალი წელი ჩემთვის ჯადოსნური, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, რომელიც განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ჩემ ცხოვრებაში!..
მე მჯერავს სასწაულების...."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100