სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყაჩაღობა ვაკეში - უცნობი პირები ბინაში შეიჭრნენ და ფული წაიღეს

ვაკეში, მარუხის ქუჩის 13 ნომერში ყაჩაღობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნიღბიანმა და შეიარაღებულმა პირებმა ახლადაშენებული კორპუსის მეშვიდე სართულზე მდებარე ბინა დაყაჩაღეს. წაღებულია თანხა. სავარაუდოდ 1000 ევრო და 2500 ფუნტი. დაზარალებულები ამ დროისათვის ვაკე -საბურთლოს პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100