სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზეთში რუსულ ბაზაზე იარაღის საწყობი აფეთქდა

გალის რაიონის სოფელ კოხორაში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე იარაღის საწყობში ძლიერი აფეთქება მოხდა. ცეცხლი საწვავის საწყობსაც გადაედო. დამწვარია სამხედრო ტექნიკაც. სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლის, თორნიკე კილანავას ცნობით, ხანძარი ლოკალიზებული არაა. არის მსხვერპლიც, თუმცა დაზარალებულების შესახებ აფხაზეთის მთავრობა ინფორმაციას არ ფლობს.
ხანძრის ჩაქრობას რუსული სამხედრო ვერტმფრენები ცდილობენ.
აალებული ტერიტორიიდან დაშავებულების გაყვანა ვერ ხერხდება, რადგან მაშველები ადგილზე ჯერ ვერ ჩავიდნენ.
გალის რაიონში მცხოვრებთა ცნობით, შესაძლოა, ხანძარი ახლომდებარე ტყეშიც გავრცელდეს და სახლებსაც მოედოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100