სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აბასთუმანში, ფილტვის ცენტრში გახსნილ საკარანტინო ზონაში 17 პირს აკვირდებიან

აბასთუმანში, ფილტვის ცენტრში გახსნილ საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 17 პირს აკვირდებიან.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრის დირექტორის, რევაზ ჟღენტის განცხადებით, 17 პაციენტიდან სამი ქალი და ერთი მცირეწლოვანი გოგონაა.

მისივე განმარტებით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ისინი მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან, არც ერთ მათგანს არ აღენიშნებათ რაიმე საყურადღებო სიმპტომატიკა. ჩივილები არ აქვთ და ყველა მათგანი გრძნობს თავს ჯანმრთელად. ჩვენი დაწესებულების ძალებით მოხდა საინჟინრო კონსტრუქციის დამატება შიდა სივრცეებში. აქამდე გვქონდა სამი ერთმანეთისგან გამოყოფილი სივრცე, ახლა დაემატა მეოთხე, რამაც საშუალება მოგვცა, ჩვენს შენობას შემატებოდა 12 დამატებითი საიზოლაციო ოთახი. ამ მომენტისათვის დაწესებულებაში არის 38 სრულფასოვანი ოთახი, სადაც შეიძლება შემოყვანილი პაციენტები განთავსდნენ. გუშინ შემოვიდა ჩვენთან 4 პაციენტი, ორი სარფის საბაჟოდან, ორი ახალციხიდან, ხვალ დილისთვის იგეგმება სამი პაციენტის გაშვება, რადგან მათ დაამთავრეს საიზოლაციო ვადა“ ,- აღნიშნა ფილტვის ცენტრის დირექტორმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100