Daihatsu–მ ყველაზე ეკონომიური ავტომობილი წარმოადგინა
კომპანია Daihatsu–მ, ჯაკარტის ავტოსალონში ახალი, პერსპექტიული სიტი–ქარი, A-Concept წარმოადგინა. ავტომობილი, რომელზეც კომპანიის ინდონეზიური დანაყოფი მუშაობდა, მსოფლიოს ყველაზე ეკონომიური მანქანაა. ამასთანავე, მოდელი არ ითვალისწინებს ჰიბრიდულ ან მსგავს დანამატებს.
პროექტის ავტორების განცხადების თანახმად, ახალი მოდელი, ყოველ 100 კილომეტრზე, მხოლოდ 3,3 ლიტრ საწვავს მოიხმარს. საიდუმლო კი, ავტომობილის მსუბუქ კორპუსში და შეუდარებელ ტექნიკურ მახასიათებლებშია. ავტომობილის ძრავის სიმძლავრე მხოლოდ 63 ცხენის ძალაა.
კომენტარი