სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მე გადავცურე ენგური" - ამბავი ქალზე, რომელიც ომის დროს დაკარგული სახლის ძიებას იწყებს

"მე გადავცურე ენგური" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომელსაც ანუნა ბუკია იღებს.
დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალზე. იგი იღებს გადაწყვეტილებას იპოვოს სახლი, რომელიც ომმა 4 წლის ასაკში დააკარგვინა.ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრის ერთადერთი შანსი საზღვრის მალულად გადაკვეთაა. სახლის ძიებისას იგი იკვლევს მასავით დევნილი პირების ყოფას ომის დასრულებიდან 24 წლის შემდეგ. ყოფას, რომელიც ომს უფრო ჰგავს ვიდრე მშვიდობას.
ეს არის ამბავი, თუ როგორ შეიძლება ოკუპაცია იქცეს დაღად ადამიანებისთვის და სამუდამოდ გააქროს სახლის და სიმშვიდის შეგრძნება.პარალელურად, ანუნა ბუკია ლაიფციგის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში პროექტის ტრანსმედიის მიმართულებით განვითარებაზე მუშაობს.ფილმზე დაფუძნებულ თამაშს "Enguri" ანუნა სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორებს, პროგრამისტებსა და დიზაინერებს ლაიფციგში DOK HACKATHON & PROTOTYPE JAM-ზე წარუდგენს.
ასევე, ფილმი "მე გადავცურე ენგური" ნაჩვენები იქნება იჰლავას საერთაშორისო კინოფესტივალის East Silver Market-ზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100