სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ხმები ჩამესმა, უცბად, თვალებში დამიბნელდა და უმისამართოდ მოვიქნიე დანა" - სისხლიანი ანგარიშსწორება "ბერი ნარიმანის" სახლთან

სისხლიანი ანგარიშსწორება "ბერი ნარიმანის" სახლთან - ორი პირის დაჭრისთვის დაკავებული კაცი ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ითხოვს. თუ 19 წლის ახალგაზრდის შემოწმების დროს დადგინდება, რომ ის შეურაცხადია, შესაძლოა, სასჯელი ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულში მოიხადოს.

დღევანდელ სასამართლო სხდომიდან გაირკვა, რომ 19 წლის ბიჭი 12 წლიდან მოყოლებული "ბერი ნარიმანის" მრევლია.

"შესამოწმებელია, ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ბრალდების ხმარე ჩაატარებს და თუ არ ჩაატარა ჩვენ მოვითხოვთ. ამბობს, რაღაც მომჩვენა და იქიდან იგრძნო საფრთხე, ხმები მესმოდაო. არავითარი ანგარიშსწორება იქ არ იყო. კი დადიოდა იქ, მაგრამ ხშირი "კლიენტი არ ყოფილა"< - ამბობს დაკავებულსი ადვოკატი.

თავად განსასჯელის სკამზე მჯდომი ლუკა ტოტოლაშვილი დღეს სასამართლო დარბაზში ამტკიცებდა, რომ "ბერი ნარიმანის" სახლთან ორი ადამიანი შემთხვევით დაჭრა.

განზრახვა არ მქონია რომ ამ ორი პირისთვის რამე დამეშავებინა. დილის საათებში ხმა ჩამესმა, რომ ჩემს მოკვლას აპირებდნენ, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მივსულიყავი რომ შემეშიმებინა... უცბად, თვალებში დამიბნელდა, ვეღარ მოვთოკე ნერვები და უმისამართოდ მოვიქნიე დანა, და მოხვდა დანა. არავის მოკვლა არ მქონია გამიზნული," - ამტკიცებდა დღეს განსასჯელის სკამიდან დაკავებული.

ბრალდებულის ადვოკატმა დღეს სასამართლო სხდომაზე ხუთიათასლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ტოტოტლაშვილი პატიმრობაში დატოვა.

საქმის პროკურორი შურსიძიების მოტივზე საუბრობს და ამბობს, რომ ბრალდებულისთვის მიუღებელი იყო დაზარალებულის გარკვეული ქცევა, რის გამოც 19 წლის ბიჭმა მისი დასჯა გადაწყვიტა.

სისხლიანი ანგარიშსწორება ფონიჭალაში 24 აგვისტოს მოხდა - გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ბრალდებულმა, რომელიც შენიღბული იყო და ზამთრის ტანსაცმლით გადაადგილდებოდა, ორ მოქალაქეს, 21 წლის ბიჭს არტერიაში, ხოლო 21 წლის გოგოს ენაში დანა ჩაარტყა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100