სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამყრელიძე მოქალაქეებს სახლში დარჩენისაკენ, ხოლო საჯარო და კერძო დაწესებულებებს მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისაკენ მოუწოდებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში.

როგორც გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რეკომენდაციაა, რომ საჯარო და კერძო დაწესებულებები, სადაც ამის საშუალება არის, დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს.

„საჯარო და კერძო დაწესებულებები, სადაც ამის საშუალება არის, მაქსიმალურად იყოს დისტანციურ მუშაობაზე გადასული, თუ ძალიან აუცილებელი საქმე არ არის, არ არის საჭირო ოფისში მისვლა, დისტანციურად შეიძლება მუშაობა, ანუ მეტი დისტანციური მუშაობა, მეტი პრევენციული ღონისძიება და ასევე ის მოწოდება, რაც აქტუალური იყო გაზაფხულზე, კვლავ ძალაში უნდა იყოს, ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ხანდაზმულებს, ამიტომ მოწოდებაა, რომ დარჩით სახლში, თუ ეს განსაკუთრებული აუცილებლობა არაა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100