სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიევის ყოფილი მერის შვილის მიერ დაარსებული ფონდი „სოციალური პარტნიორობა“, საქართველოს მოსახლეობას მიმართავს, სოციალურად დაუცველ პატარებს ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღე მიულოცონ.

სამწუხაროდ საქართველოში ათასობით ბავშვია, რომლებსაც არ გაუმართლათ ცხოვრებაში. ისინი ავად არიან, ვერ იღებენ სათანადო მკურნალობას, სიღატაკეში მშივრებს უწევთ ცხოვრება სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებში... სწორედ ეს ბავშვები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი!

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“, რომელიც დააარსა და აფინანსებს კიევის ყოფილი მერის შვილი, იწყებს საქველმოქმედო აქციას, გაჭირვებული ბავშვების დასახმარებლად! შეგროვილი თანხით ფონდი გეგმავს ბავშვებისთვის საკვები პროდუქტები და საჭირო წამლები შეიძინოს და ასევე ტკბილეულითა და სათამაშოებით გაუხაროს მათ გულები.

„სოციალური პარტნიორობა“ მოუწოდებს ყველა გულისხმიერ ადამიანს, ფონდის ინიციატივას მხარი დაუჭირონ და ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეს საქართველოს ყველაზე პატარა მოქალაქეებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყონ!

თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ ამ ბავშვებს და შეუმსუბუქოთ მძიმე ყოფა, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დახმარება ბავშვებს) ან პირდაპირ ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/134/

ბავშვებისთვის საჩუქრების გადაცემის დაწვრილებით ფოტომასალას ფონდი თავის ოფიციალურ გვერდზე https://fsp.ge/ და ფეისბუქზე https://www.facebook.com/SocialPartnership შემოგთავაზებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100