მერაბიშვილი: პარტიაში განხეთქილება არ არის
ვანო მერაბშვილი მანანა
კობახიძის განცხადებებს
პასუხობს და
აცხადებს, რომ
პარტიაში შიდა
განხეთქილება არ
არის.
"პირველი
რადიოსთვის"
მიცემულ ინტერვიუში
"ნაციონალური
მოძრაობის"
გენერალური
მდოვანი ამბობს, რომ არანაირი მკაფიოდ გამოხატული დაჯგუფებები პარტიაში არ არსებობენ.
"არანაირი
ასეთი მკაფიოდ გამოხატული დაჯგუფება არ არსებობს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში".
ნებისმიერ
ჯგუფში,
10 კაცში შეგვიძლია ჩვენ ზოგიერთს დავარქვათ ლიბერალი, ზოგიერთს დავაქვათ რადიკალი და ეს პირობთი მცნებებია. სხვადასხვა საკითხის განხილვის დროს სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, ასე რომ ეს ძალიან უტრირებული გამონათქვამი იქნებოდა, თუ ვინმე ამას იტყვის", განაცხადა ვანო მერაბიშვილმა
შეგახსენებთ,
რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით,
"ნაციონალურ
მოძრაობაში"
არსებობს შიდა განხეთქილება და პარტიის ზოგიერთ წევრებს მათი ლიდერი უხერხულ მდგომარობაში აყენებს.
კომენტარი