სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შიშველი ველომრბოლელები ლონდონში გაისეირნებენ (ფოტო)

ლონდონი მიმდინარე წელსაც შეუერთდება შიშველი ველომრბოლელების ყოველწლიურ ცერემონიალს სახელწოდებით, Naked BiKE Ride. აღნიშნული ჩემპიონატი ეკოლოგიაზე ზრუნვის სიმბოლოა და ველოსიპეტით მოსიარულე ადამიანებისადმი დიდ პატივისცემას გამოხატავს.

გასულ წელს სულ ათასი შიშველი ველომრბოლელი შეგროვდა ლონდონის ცენტრში, წელს კი ორგანიზატორები აღნიშნული მაჩვენებლის გაზრდას ვარაუდობენ.

ორი საათის განმავლობაში ველომრბოლელები 15 კილომეტრს დაფარავენ და ჩაუვლიან ისეთ შენობებს, როგორებიცაა პრემირ მინისტრის რეზიდენცია, პარლამენტი და უმაღლესი სასამართლო.

ველომრბოლელებს მარათონის დაწყებამდე ტანისამოსის გახდის უფლება არ აქვთ და 15 კილომეტრის დაფარვისთანავე ისევ უნდა შეიმოსონ.

მთლიანად გაშიშვლება არავის მოეთხოვება, აღნიშნული პროექტის დევიზია: გაიხადე ისე, როგორც შეგიძლია!

Naked BiKE Ride 2004 წლიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება. ლონდონში კი აღნიშნული მარათონი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100