კახა ოქრიაშვილი: "ყველას, ვისაც მიაჩნია რომ არჩევნები გაყალბდა, მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ კვირას, 8 ნოემბერს პარლამენტის წინ, მშვიდობიან აქციაზე, რათა დავიცვათ ჩვენი ხმები!“
გაერთიანებული ოპოზიციის დმანისი-თეთრი წყარო-წალკის უკვე ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა, ყველას ვისაც მიაჩნია რომ არჩევნები გაყალბდა, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს და მისი ხმები მოპარულია, მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ კვირას, 8 ნოემბერს პარლამენტის წინ, მშვიდობიან აქციაზე, რათა დავიცვათ ჩვენი ხმები!
გთხოვთ, თითოეულ მოქალაქეს, პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ვირუსის გავრცელების საშიშროებას და იქონიოთ პირბადე.
ბრძოლა სამართლიანობისთვის გრძელდება!
კომენტარი