ლანჩხუთში 45 წლის მამაკაცი მეზობელმა დანით დაჩეხა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუბათში ადგილობრივი მკვიდრი, 45 წლის მამაკაცი საკუთარმა მეზობელმა დანით დაჩეხა. გამთენიისას ნაპოვნ ცხედარს მრვალობით ჭრილობებთან ერთად პირში მიწა ჰქონდა ჩაყრილი. მკვლელი პოლიციას თავისი ნებით ჩაბარდა. როგორც გაირკვა, ეჭვმიტანილი გარდაცვლილთან ერთად სუფრაზე იყო, სადაც კამათი ჩხუბში გადაიზარდა და ფატალურად დასრულდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარი