სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცეზარ ჩოჩელის სასამართლო პროცესი მეოთხედ გადაიდო

ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის სასამართლო პროცესი მეოთხედ გადაიდო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროკურატურამ შპალის ქარხანასთან დაკავშირებით, სასამართო პროცესის გადატანა მოითხოვა.
მიზეზად, პროკურატურის მხრიდან, მოწმეების დაკითხვა და მორიგი რევიზიის ჩატარება დასახელდა:

"გუშინ, კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე მეოთხედ, პროკურატურამ შპალის ქარხანასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიმართა სასამართო პროცესის გადატანის მოთხოვნით. მიზეზი, პროკურატურის მხრიდან, მოწმეების დაკითხვა და მორიგი რევიზიის ჩატარების აუცილებლობაა.

(ცნობისთვის: გამოძიება, შპალის ქარხანასთან დაკავშირებით, წელიწადზე მეტია რაც მიმდინარეობს) ბატონებო, თუ ეს ყველაფერი იყო გასაკეთებელი, თუ არ არსებობდა მოწმის ჩვენება და რევიზიის დასკვნა, მაშინ რის საფუძველზე დააყადაღეთ 5 წარმოება? რის გამო დატოვეთ ათასზე მეტი ადამიანი უმუშევრი? რატომ დააკელით ბიუჯეტს მილიონობით ლარი და ბოლოს, რა მიზეზით ანადგურებთ ადგილობრივ წარმოებას???", - აცხადებს ცეზარ ჩოჩელი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100