საპარლამენტო უმრავლესობასა და საპატრიარქოს შორის კონსულტაციები კიდევ გაიმართება
საპარლამენტო უმრავლესობასა და საპატრიარქოს შორის რელიგიური გაერთიანებების სტატუსთან დაკავშირებით კონსულტაციები დღეს კიდევ გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები უმრავლესობის წარმომადგენელთან, კერძოდ კი პავლე კუბლაშვილთან უკვე შედგა და დამატებით კონსულტაციები იგეგმება.
"ჩვენ მოვითხოვეთ სამი პუნქტის დამატება. აღნიშნულ საკითხზე ერთ კონსულტაციას კიდევ გავმართავთ და საბოლოო პასუხი დაახლოებით ერთ საათში გვეცოდინება", - აღნიშნა ზვიადაძემ.
"ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მამა გიორგიმ თავი შეიკავა იმ სამი პუნქტის დასახელებისგან, რომლების დამატებასაც საქართველოს საპტრიარქო ითხოვს სამოქალაქო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საქართველოსთან ისტორიულ ურთიერთობაში მყოფ და ევროსაბჭოს ქვეყნებში რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭებათ.
კომენტარი