ონისე გერგედავა ბაბუსთან მეგობრობასა და ახალაიას უდანაშაულობაზე წერს
21-ე საუკუნის ცოტნე დადიანი, ონისე გერგედავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მოზრდილ პოსტს აქვეყნებს. სადაც ის ბაბუსთან მეგობრობასა და ბაჩო ახალაიასადმი საკუთარ დამოკიდებულებაზე წერს. გერგედავას პოსტს droni.ge უცვლელად გთავაზობთ.
არ ვიცოდი თუ რომელ საათზე იწყებოდა და ადრე ვარჩიე მისვლა. სანამ საინფორმაციო ბიურო ამუშავდებოდა, ნაცნობ სახეს წავაწყდი. ბაბუ! გახარებულმა წამოვიძახე, მაგრამ ზუსტად ის იყო თუ არა, რომ დავრწმუნებულიყავი, კიდევ დავაკვირდი. ნამდვილად ის არის. ომახიანად მივესალმე: გამარჯობა ბაბუ! როგორ ხარ? - არც გულწრფელი კომპლიმენტები დამიშურებია. - ძალიან საყვარელი კაცი ხართ. ბაბუმ ხელი ჩამომართვა სიტყვებით: მე ვინ ვარ, ახალგაზრდები თქვენ ხართ თორემ?! - მის თავმდაბლობაში სულიერი სიმაღლე სჩანდა.
ბაჩოს სასამართლო პროცესზე დასასწრებად მოსულიყო. საინფორმაციო ბიუროსთან მოზრდილი რიგის ბოლოში აღმოვჩნდით, მაგრამ მონიტორი ჩაირთო და რიგში დგომა არ დაგვჭირვებია. პროცესების ცხრილზე აღმოჩნდა, რომ კიდევ ორსაათნახევარი მოგვიწევდა ლოდინი. ბაბუსთან საუბარს რა ჯობია?! გამახსენდა, რომ მისთვის საჩუქრად პარიზიდან ჩამოტანილი მქონდა ბლოკნოტი, რომ მცოდნოდა აქ შევხვდებოდი, წამოვიღებდი.
ბაბუ ძალზე უშუალო და თბილი, არაჩვეულებრივი მოსაუბრე აღმოჩნდა. საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, ჩვენს მიერ გამოთქმული აზრები ერთი-ერთში დაემთხვა ერთმანეთს- რას უგონებენ, რას ერჩიან ამ ბიჭებს? დღეს ისინი ყველანი გმირები არიანო -მეუბნება. ის ბრალდებები რეალურიც, რომ იყოს, ვის გაუგია მთავარსარდალი იმისთვის გაასამართლო, რომ უყვირა ოფიცერს? გინდა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა ან დაესაჯა. მიზანმიმართულად ქართული ჯარის გაპამპულებას ჰგავს. ჩვენში სახელმიფოებრივი თვითშეგნების არქონას, მოუმწიფებლობას ნიშნავს. რომ ქართველებს არგვესმის თუ რა არის ჯარი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებსაც თუ რა ფუნქცია ეკისრებათ.
ლიბერალ-დემოკრატიული ჯარი მსოფლიო პრაქტიკაში არ ყოფილა და ვერც იქნება. ჯარში აუცილებელია დისციპლინა, სიმკაცრე და მეთაურის უპირობო მორჩილება. ტოტალიტარული რეჟიმის ბორკილებიდან ახალ განთავისუფლებულ საზოგადოებაში, ახალგაზრდა დემოკრატიას რასაც ეძახიან ლიბერალ-ჰუმანისტური ფასეულობები: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ასე შემდეგ... მეტად მიმზიდველი და სასურველია. ამიტომაც ამ ლამაზი პოპულარული და მოდური სიტყვების მანიპულირებით, საზოგადოების დაბნევისა და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობების შანსიც დიდია. ის ფასეულობები რომლებიც კარგია თავისუფალ საზოგადოებაში, ყოვლად დაუშვებელია ჯარში. ჯარი სულ სხვა სამყაროა. ამიტომაც წამყვანი დემოკრატიის ქვეყნებში, ცალკეა სამხედრო პროკურატურა. სამხედრო წეს-კანონები არ მოდის შესაბამისობაში სამოქალაქო კანონმდებლობასთან და პირიქით.
ძალოვანი სტრუქტურები ეფექტური და ბრძოლიუნარიანი რომ იყოს, უნდა ემყარებოდეს მკაცრ დისციპლინას , ძალას და შიშს. აქ მარტო ვიღაცის კეთილსინდისიერების იმედად ვერ იქნები, მაგრამ ეს ეს აუცილებელი პირობა ჯარისთვის, თავისუფალი მოქალაქისთვის ძნელად აღსაქმელი და მიუღებელიც შეიძლება იყოს. ამიტომაც არის ეს სულ სხვადასხვა სამყარო.
რაც შეეხება წვრთნებს: წვრთნის ნებაყოფლობითი ფორმა უშედეგო და არაფრისმომცემია. პროგრესისთვის წვრთნა უნდა იყოს იძულებითი. იძულება კი მეორეს მხრივ მორჩილებასაც ასწავლის, რაც მეორე აუცილებელი პირობაა ჯარისთვის.
როგორ გინდა რომ ეს აუხსნა თავისუფალ მოქალაქეს და დემოკრატიულ საზოგადოებაში ვინ დაეთანხმება შიშს, ძალასა და იძულების აუცილებლობისდა სისწორეს? მითუმეტეს ახალ გადემოკრატილებული საზოგადოებისთვის უფრო ძნელია ამის ახსნა, სადაც „რომის პაპზე დიდი კათოლიკეები არიან“ და განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებზე მეტ დემოკრატიას ითხოვენ. დემოკრატიით აპირებენ ევროპის გაოცებას.
რადიკალიზმი მოუმწიფებლობის ნიშანია, უგუნურება კი ღუპავს. „მაიმუნი და სათვალეს“ პრიცნიპით შექმნილი ლიბერალური ჯარი უტოპიაა. თავისუფლება კარგია, მაგრამ ყველგან და ყველაფერში არა!
ამას თუ იცნობმეთქი გამომცედალად ვკითხე დაპლანეშეტის ჩიხოლის ჯიბეში ჩამაგრებული, პირველი პრეზიდენტის სურათი ვუჩვენე ბაბუს. ბაბუმ ყურადღებით დახედა სურათს და მომიყვა თუ საერთო ნაცნობმა როგორ გააცნო ზვიადი. შეხვედრისას ბაბუს დაწერილი ლექსი ზვიადის ზეპირად უთქვამს,ბაბუსთვის კი თანადგომა უთხოვია: - იცი შენნაირი ხალხი როგორ მჭირდებაო?! ბაბუს უპასუხია: - მე მზად ვარ, თქვენი ნებიესმიერი დავალება შევასულო თუნდაც დღესვე ავალ ჩემი კორპუსის სახურავზე და განუწყველივ ვაფრიალებ დროშას, მაგრამ ყოფილი კომუნისტი ვიყავი და კაგებე დამსდევდა, ვიფიქრე დახმარების ნაცვლად ხელი არ შევუშალოთქო. მერე სამეგრელოში, რომ იმალებოდა, ერთმა ნაცნობმა შემომთავაზა ზვიადისთან მიგიყვანო, მაგრამ მე რას ვუშველიდი? - ამ ალალ მოხუცს საყვედურით სავსე თავლებით შევხედე და ვუთხარი: - ხომ ხედავ როგორ აკლდა ერთგული ადამიანები? ბაბუ ჩაფიქრდა და მერე განაგრძო: - როცა მოკლეს წავედი სოფელში, აბა აქ რა უნდა მეკეთებინა? ჩემს დედულეთში ვიყიდე ძროხები და ბოლო დრომდე არ გამომიხედავს ქალაქისკენ. ზვიადიზე კი დავწრე მოთხრობა სადაც მე მას ვკლავ. თითქოს მე ჩავედი სამეგრელოში სადაც ის იმალებოდა. ზვიადი ყველას წამალს უყრის და აძინებს. ჩვენ ორს შორის იმართება დიალოგი, ზვიადი მეუბნება: ხომ შემპირდი ყველა თხოვნას შეგისრულებო? იარაღს მაწვდის, მომკალი თორემ კიდევ მეტი სისხლი დაიღვრება და მეტი უბედურება დატრიალდებაო. მე ვკლავ. მე მოვკალი ზვიადი.
შემდეგ ეს მოთხრობა სხვა ნაწერებთან ერთად დაკარგულა. არეულობის დროს ბაბუს ბინა გაუტეხავთ და სეიფი სადაც ნაწერები ინახებოდა მთლიანად წაუღიათ. მევთხოვე, რომ ხელახლა დაეწერა ეს მოთხრობა. მერე თავისი ლექსები წამაკითხა. კარგი ლექსები ჰქონდა და დავინტერესდი თუ უბეჭდავდნენ. არაო, არადა სამასი ლექსი მარტო სიყვარულზე მაქვსო. მითხრა, რომ სურვილი აქვს მეგრული სიტყვების ჩართვითაც დაწეროს ლექსი, წუხდა, რომ მეგრული ვერ ისწავლა. მერე პოეზიის საღამოს ჩატარება შემომთავაზადა მე თანადგომა აღვუთქვი. ვუთხრარი რომ წერა არა მაგრამ მხატვრული კითხვა გვარიანად გამომდის.
მოკლედ კარგად გავუგეთ ერთმანეთს. დიდი ხნის ნაცნობებივით ერთმანეთს არ ვშორდებოდით. ასეთი სუფთა და სასიამოვნო ახალგაზრდული ენერგიით აღსავსე მოხუცის მნახველი არავარ. თავაზიანად მეკითხებოდა ხომ არ დაგღალე ლაპარაკითო, მე ვუთხარი თუ რა გახარებულიც ვიყავი მისი მოსმენით. უცებ მამაო თქვა და ფეხზე წამოდგა. ბაჩოს მამა ვიღაცასთან საუბარში იყო გართული, მეც წამოვდექი.ამასობაში იქვე მდგომმა გოგომ იცნო ბაბუ და ემოციურად მიესალმა: - ვაა, ბაბუ გამარჯობა! ბაბუმ მდაბლად დაუკრა თავი და დალოცა. როლანდიმ ბაბუ შენიშნა და მისკენ გადმოდგა ნაბიჯი, ხელი ჩამოართვა და სითბოთი და პატივისცემის გამოხატვით მიესალმა. გვერდით ვიდექი, მაგრამ მომერიდა ინიციატივა გამომეჩინა და როლანდისთვის გამეწოდებინა ხელი. ბაბუმ თითქოს ჩემი სათქმელი თქვა: - ისეთ პატივს გცემთ, ვერც გავბედე მოგსალმებოდითო.
სასამართლო პროცესის დაწყების დროც მოახლოვდა. მე და ბაბუმ დარბაზის შესასვლელისკენ გადავინაცვლეთ. ისევ მიკითხავს ლექსებს და მიყვება თავის ისტორიას ჯარში თუ როგორ უყვარდა ოფიცრის გოგო. ეტყობა მასაც უყვარდა, მაგრამ ამ უცნაური კაცის უცნაურ სიყვარულს რას გაუგებ? მას ვუყვარდი, მე კი მეგობრულ ურთიერთობებს არ ვსცილდებოდი. სხვა ქალები მყავდა, ამას კი ხანდახან შუბლზე თუ ვაკოცებდი, არ მინდოდა ამასთან... ქალები კი სულ მყავდა, სიძვას ეხლაც ვერ ვეშვები ოთხმოც წელს მიტანებული კაცი. მერე, რომ არ შემეძლება, შევეშვები ალბათ, დაუფარავად ხმამაღლა, ყველას გასაგონად და ღიმილით მეუბნება. მე თავი დავხარე და გავიფიქრე: თავს იმდაბლებს, თავს იფარავს, ეს არ არის მეძავი და მეხორცე სულის ადამიანი. ბაბუ მოვლენაა. გამიგია წმინდანები მარტო ბერები არ არიან. ეს ადამიანი მთლიანად მოუცავს ლელთღუნიას სულს. სულით საქართველოა და ვიწრო პიროვნულისთვის ადგილი არ რჩება. ცდილობს ნაკლებით და სისუსტეების დაბრალებით ჩვეულებრივ ადამიანად წარმოჩნდეს მაგრამ არ ვარ ასე მიამიტი.
სასამართლო დარბაზში ერთად შევედით და გვერდიგვერდ მოვკალათდით. ხელში რვეული ეჭირა და რაღაცეებს ინიშნავდა. სასამართლო პროცესის დაწყებამდე მანდატური მიუახლოვდა, დაიხარა და დაბალ ხმაზე მაგრამ მრკიცე მომთხოვნიხმით უთხრა: - შევთანხმდით, რაც მთავარია ჩუმად ვართ! ბაბუმ შემომხედა მართალი,მომწვანო, კრიალა თვალებით: - ხედავ? ამათ რა უნდათ ჩემთან? ლაპარაკს მიშლიან. კბილაშვილს მუნჯურად, ხელებით უნდა ვესაუბრო.
ერთ-ერთმა მოწმემ, რომელიც თავს დაზარალებულად თვლიდა მამლაყინწური თვითდაჯერებულობით და აქეთ-იქით თვალების ბრიალით გაიარა დარბაზი. როგორც მისი ჩვენებიდან გავიგეთ, წარმატებით გაუვლია მრავალი სამხედრო კურსი და ეს ოფიცერი ყოფილა აგვისტოს ომის მონაწილეც, რასაც დიდი სიამოვნებით აღნიშნავდა. შემდეგ მოყვათუ როგორ ვერ გაიარა მორიგი სამხედრო გამოცდა რაღაც ტრავმის გამო და ამის გამო ნაკლებად პრესტიჟულ ნაწილში გადაუყვანიათ.
წყენაც აქედან იქყება: ეს ქართველი „გმირი“ რა გმირი იქნებოდა თუ შეეგუებოდა ვიღაც „უღირსი“ უფროსების გადაწყვეტილებას. მას მოუნახავს განაწყენებული და გამოცდებში ჩაჭრილი კიდე ოთხი კაცი რომლებიც დარწმუნებული იყვნენ, რომ ისინი ვერ დააფასეს „უღირსმა უფროსებმა“. ამის გამო ჯარში დალევა-არეულობის მოწყობასა და „უღირსი უფროსების“ ცემაზე უსაუბრ-უმსჯელიათ. ბუნტი დაუგეგმავთ. საქმე ის არის, რომ ეს საუბრები ფარული მიკროფონით ჩაუწერავს ვიღაც„მონსტრს“ და „გმირებს“ ჯარში ბუნტი არ აცალეს. კიდევ ერთ უსამართლო კანონზე ავღნიშნავ, რომ ჯარში ბუნტის მოწყობა თურმე სამშობლოს ღალატად ითვლება. ეს არის თუ არა სწორი მკითხველისთვის მიმინდია, მაგრამ როგორც ამბობენ ბუნტის მოწყობის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფართო ხელი აკმარეს. თუ იმასაც არ ჩავთვლით რომ ეყვირათ: „გაუმარჯოს მეოთხე ქვეით ბრიგადას“. როგორც „დაზარალებული“ განმარტავს ამის დაძახება კი არა მას „დაჟე“ „გაუმარჯოს ქართულ არმიას“ დაძახებაც შეუძლია, მაგრამ იძულებით ფორმაში მისთვის შეურაცხმყოფელი და უსამართლო ყოფილა. ამის შემდეგ ის თურმე აიძულეს დაეწერა განცხადება, რომ დებოშისა და არეულობის მოწყობას აპირებდა და გაუშვიათ სახლში. როგორც „გმირმა“ აღნიშნა ჯარი მისთვის გული და ღვიძლი ყოფილა და ამ უსამართლო გადაწყვეტილებით გული და ღვიძლი ამოაცალა „მონსტრმა“. ბრალდებულმა მთავარსარდალმა „გმირს“ შეახსენა ვალდებულება: ჯარისკაცი არა თუ უნდა წერდეს, რომ ის საქართველოს ღალატს აპირებდა, არამედ მტრის ხელშიც ჩავარდნის შემთხვევაშიც ისეთი სიმტკიცე უნდა გამოიჩინოს, რომ რაც არ უნდა აწამონ, არ უნდა გათქვას და უღალატოს საკუთარ თავს, ღირსებას და ქვეყანას. ამ ჭეშმარიტი ნამდვილი მამულიშვილის მიერ ნათქვამმა სიტყვებმა „გმირი“ თითქოს გამოაფხიზლაო. იგი ფეხზე წამოუდგა თავის მიერ ბრალდებულ მთავარსარდალს. ადვოკატის კითხვაზე წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ რატომ გადაწყვიტა საჩივრის დაწერა, მან აღიარა, რომ დაურეკეს პროკურატურიდან და როგორც წინა ხელისფლებაზე განაწყენებულს ეხლა მისი დრო ყოფილა თურმე. თანდან ხვდება რომ პროცედურული დარღვევებით იქნა მისი ჩვენება მოპოვებული და მის ადრინდელ წყენას,დაინტერესებული მხარე იყენებს. სიწითლემ მოუარა, აწრიალდა, სკამზე გადაწვა და თავი უკან გადაიგდო. საშინელი სინდისის ქენჯნა დაეწყო.
პოლკოვნიკმა შამათავამ კითხვის დასმამდე „გმირს“შეახსენა, რომ სასამართლოზე ფიცი ჰქონდა დადებული და სიმართლეს იტყოდა. დაუსახელა 2008 წლის ომის დროს მისი ნაწილის ნომერი და განლაგება სადაც იგი ოცეულის მეთაური ყოფილა. კითხვა: ომის პერიოდში საკუთარი ოცეულის მიერ გაილახა თუ არა იგი და თუ გაილახა რატომ? ბოლოს კიდევ შეახსენა პოლკოვნიკმა შამათავამ, რომ ფიცი ჰქონდა დადებული და მხოლოდ სიმართლე უნდა ეპასუხა. მაგრამ ამას ხანგრძლივი დუმილი მოჰყვა. პოლკოვნიკი შამათავა მიხვდა, რომ პასუხს ტყუილად ელოდა. „გმირი“ ელდანაცემი იჯდა მოწმის ტრიბუნასთან და ძაგძაგებდა. კისერში გაჩხერილი სიტყვებისგან, რაღაც უაზრობგერების ხრიალი ისმოდა. პოლკოვნიკმა შამათავამ თვითონ დაიწყო: იყო თუ არა ასე რომ ბრძოლაში შენ გამოიჩინე სიმხდალე, დატოვე საბრძოლო პოზიცია, შენთვის ჩაბარებული ოცეული და როგორც უკანასკნელი დეზერტირი მარტო გაიქეცი?
ამის გაგონებაზე დარბაზი ახმაურდა, მოსამართლემ სიწყნარისკენ მოუწოდა დარბაზს და პროცესის შეწყვეტით დაიმუქრა.
პოლკოვნიკმა განაგრძო: - შენ გაიქეცი და ამის გამო შემდეგში საკუთარი ოცეული დაგესია და ფიზიკურად გაგისწორდნენ! იყო თუ არა ასე? -ხმა გაუმკაცრდა პოლკოვნიკ შამათავას - იცოდე ფიცი გაქვს დადებული!
პროკურორი წამოხტა: ეს ზეწოლაა! როგორ უყვირის ბრალდებული მოწმეს?!
„გმირი“ კანკალებდა. ის საერთოდ არ ჰგავდა იმ ადამიანს რომელიც დარბაზში შემოვიდა უძლეველი ყვინჩილას იერით რომელიც თვალებს აბრიალებდა და იწვევდა მეტოქეს.
სასამართლო პროცესი, რომ დამთავრდა, დარბაზიდან გამოვედი და კორიდორს გასასვლელისკენ გავყევი. თან ვფიქრობ: ყველას მართალი ჰგონიათავი სანამ საკუთარ ილუზიებში ბანაობს, მაგრამ რეალობა ერთია!
კორიდორში როლანდი მარტოდმარტო ჩაფიქრებული იდგა. გვერდით უნდა ჩამევლო როცა ჩვენი მზერა შეხვდა ერთმანეთს. ჩემს გამომეტყველებაში იგრძნობოდა მეგრული ალბათ მოწიწება. მან გადმოდგა ნაბიჯი, ხელი ჩამომართვა და გულში ჩამიკრა. უცხოს მადლობას მიხდიდა. რამხელა ადამიანური სითბო და უბრალოება იყო ამ „მონსტრის“ მამაში. გავიფქრე: ასეთი პატივით, რომ მეპყრობა ჩემი წვერების გამო მღვდელი ხომ არ ვგონივარ? მინდა თანადგომა გამოვუცხადო მაგრა სიტყვებს რა აზრი აქვს?
დამარცხებულ ბრძოლაში, მარტოდმარტო შებრუნებული თავზეხელაღებული მხედარი წარმომიდგა თვალწინ. ამ უაზრობაზე დიდი აზრი არ არსებობს.უსაზღვრო მარტოობას და მიტოვებას, ერთეულთა პასიური თანაგრძნობა არ შველის. ეს ჩემი ბრალია! ჩემი გენის და სისხლის ბრალი, რომ ისეთი ჯიშისაა „უკან დახევა არა სჩვევია“ და ამის გამო მარტო ის რატომ უნდა დაისაჯოს? - თქვენს გვერდით ვარ ბატონო როლანდ! ძლივს ამოვილუღლუღე. მაგრამ ეს რა გვერდში დგომაა, სისხლისგან იცლება კაცი და ვერაფერს შველი.
რამდენიმე დღეში მერიიდან ნებართვა ავიღე და ციხისწინ აქცია გავმართე. ყელზე ამერიკის დროშა შემოეხვეული ბაბუ მოვიდა და მითხრა: ცოტნე ვნახე და ლექსს ვწერო.
აქციის ბოლო დღეს ბატონი როლანდიც მოვიდა. ჩამეხუტა თაფლიანს და მითხრა: არ გაცივდე, ჩაიცვი დღეს გეყოფაო. წვიმდა და სიცივისგან კბილებს ვარახუნებდი. მაგრამ ავუხსენი, რომ ღმერთს დავუთქვი: ისე გამაძლებინოს როგორი მართალიც ბაჩოა ამ საქმეში. რაღაც მაძლიერებს თორემ შეიძლებოდა პირველივე დღეებში გავცივებულიყავი ამ საშინელ ამინდებში. წელს უკვე 42 ადამიანია ვირუსით გარდაცვლილი. ეს მეშვიდე დღეა რაც აქ ვდგავარ მარტის წვიმაში და ქარში. მზისგანაც საშინელი დამწვრობა მივიღე. ჟურნალისტები არ დაინტერესებულან ამით. მონურ-კარიერისტული სული რეჟიმის განაწყენებას ერიდება. ღმერთმა შემაძლებინა რომ ბოლომდე გამეძლო და თავადაც დავრწმუნდი ბაჩოს სიმართლეში.
ბევრმა ვერ გაიგო, რომ ჩემი აქციით, საკუთარი თავი კი არა ბაჩო გავაიგივე ცოტნეს გმირობასთან. ვინც თანამებრძოლი გასაჭირში არ მიატოვა, ვინც მასზე გავრცელებული უსამართლო და უსინდისო ჭორებისთვის გადაწვიტა თვითონ გაეცა პასუხი ოღონდ სხვა არ დაზიანებულიყო და თვითონ დასჯილიყო უსამართლო და მისთვის, ვინც მივიდა და თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში. ვისაც საქართველოს სიყვარულის გარდა ვერაფერს უმტკიცებენ. კაცი რომელმაც ცოტნეს გმირობა გაიმეორა, ბაჩო ახალაიაა 21-ე საუკუნის ცოტნე დადიანი! ალბათ არის ამაში რაღაც გენეტიკური.
ბაბუმ დამირეკა: დღეს იმერეთში ყანის დასამუშავებლად მინდა წავიდე და აქციაზე ვერ მოვდივარო. თითქოს ნებართვას იღებდა. ისევ მღალატობს კარგი ეხლა წადი. ოღონდ შემპირდი, რომ მერე მესვრი.
კომენტარი