სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ირაკლი ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილმაც გაიხსენა

მომღერალ და პოეტ ირაკლი ჩარკვიანს დღეს 50 წელი შეუსრულდებოდა. მოღვაწეობის ბოლო წლებში ქართული საზოგადოება მას "მეფის" ფსევდონიმით იცნობდა. ირაკლი ჩარკვიანი დღეს Facebook-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს პრეძიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა.

"1990-იან წლებში, როცა საქართველოში აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებისთვის თითქმის აღარავის ეცალა, ირაკლი ჩარკვიანმა დროს გადაუსწრო და მუსიკაში სრულიად ახალი მიმდინარეობა ჩამოაყალიბა. ის არა მხოლოდ საკუთარი შემოქმედებით, არამედ ცხოვრების წესითაც პროტესტს უცხადებდა კონფორმიზმსა და საბჭოთა მენტალიტეტს. ირაკლი არის თავისუფალი, ნიჭიერი ადამიანის ბრწყინვალე მაგალითი. დღეს მას 50 წელი შეუსრულდებოდა. მისი მუსიკა ახლაც ისეთივე ახალგაზრდა და თანამედროვეა, როგორც ადრე", - ნათქვამია პრეზიდენტის გვერდზე.

ცნობისთვის, ირაკლი ჩარკვიანმა მუსიკალური მოღვაწეობა 1976 წელს დაიწყო. "მეფის" თითქმის ყველა სიმღერა გამოსვლისთანავე ჰიტად იქცა. მუსიკოსი 2006 წელს გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100