სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სამართლიანი საქართველო“ უწმინდესის განცხადებას ეხმაურება

მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” გამგეობი წევრი , ხვიჩა ასანიძე, ეხმაურება, უწმინდესის და უნეტარესის საგანგებო განცხადებას და ბრძნულს და დროულს უწოდებს ,მისი უწმინდესობის ნათქვამს, რათა შეწყდეს ყობელგვარი ცილისწამება და კამათი, წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

ჩვენი მოძრაობა ყოველთვის თვლიდა და თვლის, რომ ეკლესია და სინოდი, ეს არის ხელშეუხებელი სათუთი თემა, რომლის შესახებ ცილისწამებლური საუბარი,დიდ მკრეხელობად და ცოდვად მიგვაჩნია.

მიძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” ,უწმინდესის და უნეტარესის საგანგებო განცხადების შემდეგ, მოუწოდებს ყველა იმ პარტიებს და პიროვნებებს შეწყვიტონ ჭორაობა და განკითხვა, რომელიც დღესაც გრძელდება და ურჩევთ მათ, რომ ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს, თავის პართიებში კი აღვირახსნილობაზე, აღებ-მიცემობაზე და ათასგვარ სიბინძურეებზე გადასული პარტიის წევრები დაარიგონ და მიუთითონ, თუ როგორ უნდა იცხოვროს ქრისტიანმა ადამიანმა, რადგანაც ეკლესია ღმერთკაცობრივი ორგანიზმია და მასზე ნასროლი ტალახი, მათ ბუმერანგივით დაუბრუნდებათ უკან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100