აჭარაში სტიქია მძვინვარებს - ჩამოწოლილმა მეწყერმა ინფრასტრუქტურა დააზიანა
აჭარაში სტიქია მძვინვარებს. ჩამოწოლილმა მეწყერმა ინფრასტრუქტურა დააზიანა - გადაადგილება შეზღუდულია გზებსა და ხიდებზე.
შუახევში, ხულოსა და ქედაში სპეციალური ტექნიკა მუშაობს. მეწყერი ძლიერ ნალექს მოყვა, რეგიონში ამ დრომდე უამინდობაა.
"მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტში გვაქვს ლოკაციები, სადაც გადაადგილება შეზღუდულია. ადგილზე საგზაო დეპარტამენტი და მუნიციპალური სამსახურები მუშაობენ, რომ მალე მოხდეს ამ მონაკვეთების აღდგენა და ამ პერიოდში, მოსახლეობას შეეძლება შემოვლითი გზებით ისარგებლოს"- აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
კომენტარი