სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"New York Times” - აშშ-მ ბიძინა ივანიშვილი გააფრთხილა

ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა საქართველოს ახალ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას თხოვნით მიმართეს შეწყვიტოს დაპატიმრებები იმ მოხელეების მიმართ, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში მაღალ თანამდებობეზე იმყოფებოდნენ. ასე ეხმიანება "New York Times” –ი უცხოელი დიპლომატების მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაჟღერებულ მოწოდებებს.

როგორც "New York Times” წერს, ამერიკა შეშფოთებულია, რომ საქართველოს პოლიტიკური გარდამავალი პერიოდი შეიძლება პოლიტიკური რეპრესიების ტალღად იქცეს.

„ისინი აფრთხილებენ ახალ მთავრობას, რომ პოლიტიკურად მოტივირებულმა დაკავებებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ ამის მიუხედავად სასამართლომ თბილისში გადაწყვიტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 12 ოფიციალური პირი პატიმრობაში დატოვონ. ჩინოვნიკებს ბრალი უკანონო თვალთვალში, ჩაწერასა და საუბრების მოსმენაში ედებათ. დეპუტატებმა უნდა ითანამშრომლონ კონკურენტ პარტიებთან, მაგრამ ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია გამოიძიოს სააკაშვილის მთავრობის ჩინოვნიკთა საქმეები",-წერს "New York Times” .

როგორც "New York Times” წერს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ გორდონი, შეხვდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს პარასკევს და განაცხადა, რომ საქართველოში ხელისუფლების გადაბარება აღქმული იქნა, როგორც „მისაბაძი მოდელი რეგიონში". მაგარამ მან ასევე გააფრთხილა ივანიშვილი, რომ ეს დაპატიმრებები შეიძლება განხილული იქნას, როგორც პოლიტიკური ანგარიშწორება.

გამოცემა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის თედო ჯაფარიძის კომენტარსაც ეხმიანება.

„ივანიშვილის მთავრობაში ერთ-ერთი გავლენიანი თანამდებობის პირი თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ აშშ, ჩანს იცავს მიხეილ სააკაშვილს და მის მოკავშირეებს სამართლებრივი დევნისგან.

„ისინი ცდილობენ დაიცვან სააკაშვილის მხარე, უფრო მეტიც, თავიანთი რეპუტაცია, იმიტომ, რომ 9 წლის განმავლობაში ისინი მხარს უჭერდნენ სააკაშვილის მთავრობას და იმ საქმებს, რომლებიც ახლა გახდა გამოძიების საგანი",- განაცხადა ჯაფარიძემ.

თბილისის მერი, რომელიც სააკაშვილის ახლო მოკავშირეა, აცხადებს,რომ ყველა ბრალდება არის შეთხზული და ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს. თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ყველა დაკავებული რჩება პატიმრობაში. საქართველოს შსს-სა და თავდაცვის სამინისტროების სუ ლმცირე 15 ყოფილი და მოქმედი ოფიციალური პირი, ორი კვირის წინ იქნა დაპატიმრებული"– წერს გამოცემა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100