სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ფონდი ნატახტარის“ საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში რუსთავის შეხვედრით დასრულდება

3 აგვისტოს, 10:00 საათზე, „ფონდი ნატახტარის“, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები რუსთავში ახალ სოციალურ საწარმოს (მის: ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია) დაათვალიერებენ. სოციალური საწარმოს ტიპის ავტოსამრეცხაო, რომლის დონორები არიანმაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვისდაფონდი ნატახტარი“, ერთი თვის წინ დაფუძნდა და ფუნქციონირება დაიწყო. სამრეცხაოში ანაზღაურებად სტაჟირებას გადის 4 ბენეფიციარი, მათ შორის სახელმწიფო ზრუნვის სიტემაში მყოფი 2 არასრულწლოვანი და 2 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდა დასაქმების პერსპექტივით.

ამავე დღეს, 11:00 საათზე, რუსთავის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ (კოსტავას ქ. 22) „ფონდი ნატახტარი“ მორიგ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. შეხვედრას დაესწრებიან მცირე საოჯახო სახლის, სოციალური სააგენტოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და ბენეფიციარებიც, რომლებიც უკვე წარმატებით ახერხებენ დამოუკიდებლად ცხოვრებას. ფონდის წარმომადგენლები სტუმრებს მზრუნველობამოკლებული მოზარდების პროფესიული მომზადების, განათლებისა და დასაქმების კუთხით გაწეული საქმიანობის ხუთწლიან დეტალურ ანგარიშს წარუდგენს.

შეგახსენებთ, რომ 26 ივლისიდან „ფონდი ნატახტარი“ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში საინფორმაციო-საანგარიშო შეხვედრები მართავს. შეხვედრები ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, მარნეულის, გორის, ახალციხისა და თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში შედგა, სადაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებს, რეგიონების მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების სოციალური სამსახურების თანამშრომლებსა და მედიას კომპანია „ნატახტარისა“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ წარმომადგენლებმა „ფონდი ნატახტარისა“და ასოციაციის საქმიანობა და პროექტის სპეციფიკა გააცნეს.

კომპანია „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში, დააფუძნა „ფონდი ნატახტარი“ და დაიწყო საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“ განხორციელება. ყოველი წელს, 3 თვის განმავლობაში „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხება 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად). 5 წლის განმავლობაში ფონდში შეგროვდა 587857 ლარი და 200-ზე მეტ მოზარდს გაეწ სხვადასხვა ტიპის მომსახურება განათლებისა და დასაქმების კუთხით. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100