2011 წლის ბიუჯეტში დეფიციტის ოდენობა მხოლოდ 4 პროცენტია
2011 წლის ბიუჯეტში გაზრდილია პრიორიტეტული სფეროების დაფინანსება. ესენია: ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, რეგიონალური ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტები. 2011 წლის საფინანსო გეგმის პროექტის მიხედვით, 6-დან თითქმის 4 პროცენტამდე მცირდება დეფიციტის ოდენობაც.
დფგსდკლგდფლ;გკდ;
გლობალური კრიზისის პირობებში, ბევრი ქვეყანა ბიუჯეტის შემცირების გზას დაადგა. საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ შარშან ურჩევდნენ ხარჯების შემცირებას, მაგრამ ასეთი ნაბიჯი ფინანსთა სამინისტრომ მხოლოდ 2011 წლის საფინანსო გეგმის პროექტში გადადგა და ისიც სიმბოლურად.

ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები განისაზღვრა 6 მილიარდ 960 მილიონი ლარით. წლევანდელი ბიუჯეტი გახლდათ 6 მილიარდ 990 მილიონი ლარი. შესაბამისად, ბიუჯეტი მცირედით შემცირებულია. დეფიციტი განისაზღვრა 4.3 პროცენტით. ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად, პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება მაინც იზრდება და შესაბამისად, გაზრდილია განათლების, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პროექტები.
დფგსდკლგდფლ;გკდ;
დფგსდკლგდფლ;გკდ;
პრიორიტეტთა შორის, ყველაზე მეტად იზრდება ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება და ის ბიუჯეტის ხარჯების მეოთხედს შეადგენს. მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, პენსიებისა თუ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დაფინანსების გარდა, კიდევ რას მოხმარდება დაახლოებით 2 მილიარდი ლარი.
დფგსდკლგდფლ;გკდ;
სოციალური სფეროს გარდა, 16 მილიონი ლარით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის გაოთხმაგდება. ასევე იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაც. ეს, ძირითადად, სახელმწიფო აპარატის მატერიალურ-ტექნიკური ხარჯების გაყინვის გზით მოხერხდება. ანუ არც ერთ სამინისტროში არ გაიზრდება ხელფასები და საბიუჯეტო თანხები არ დაიხარჯება ახალი ავტომობილებისა თუ სხვა ტექნიკის შესყიდვაზე.

2011 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საგადასახადო შემოსავლებით, ანუ ქვეყანაში აკრეფილი გადასახადებით, ბიუჯეტის დაახლოებით 75 პროცენტი შეივსება. დარჩენილი ნაწილი კი არასაგადასახადო შემოსავლებით, ანუ საერთაშორისო გრანტებითა და კრედიტებით დაიფარება.
აქვე აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ პროექტში 4 პროცენტამდე მცირდება დეფიციტის მოცულობა, რაც საგარეო ვალების აღების საჭიროებასაც ამცირებს.
დფგსდკლგდფლ;გკდ;
დფგსდკლგდფლ;გკდ;
როგორც ქართველი ექსპერტები აცხადებენ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უფრო მეტად შეესაბამება არსებულ ეკონომიკურ რეალობას, ვიდრე მიმდინარე წლის ბიუჯეტი, რომელიც 2010 წლის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა.
კომენტარი