სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაჩალიაშვილის ბებია: რაც პარტიიდან წამოვედი, მაშინ არ დაინტერესებულხართ ჩემით, ახლა კი, როცა მიცვალებულზე მიდგა საქმე მიტინგი ჩამიტარეთ ეკლესიის ეზოში

თამარ ბაჩალიაშვილის ბებია რიტა ზურაბაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მისი შვილიშვილის გარდაცვალების გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

“მე, რიტა ზურაბაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ბებია, 5 წელია, რაც აღარ ვარ ნინო ბურჯანაძის პარტიის გულშემატკივარი.

მას შემდეგ, რაც წამოვედი პარტიიდან, მაშინ არ დაინტერესებულხართ ჩემით, ახლა კი, როცა მიცვალებულზე მიტინგი ჩამიტარეთ ეკლესიის ეზოში, ახლა დგახართ ჩემ გვერდით?!

ძალიან გთხოვთ, ნუ სპეკულირებთ მიცვალებულით და ნუ ცდილობთ ამით პოლიტიკური ქულების დაწერას და ნურც ტელევიზიით გამოდიხართ!” – წერს რიტა ზურაბაშვილი.
ის კიდევ ერთი „ფეისბუქ-პოსტით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერსაც ეხმაურება.
„შალვა ნათელაშვილს ძალიან გაუჭირდა, გასვენებებში დადის მიტინგით, საარჩევნოდ ხმას აგროვებს. სირცხვილი თქვენ გარეწრებო”, – წერს რიტა ზურაბაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100