სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რონალდუმ საცოლესა და მეგობრებს შიშველი თაყვანისმცემელი ქალის ფოტოები შეცდომით გაუგზავნა

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავი კრიშტაიან რონალდუ კიდევ ერთ სკანდალში აღმოჩნდა გახვეული. როგორც The Mirror წერს, მან მობილური ტელეფონით მეგობრებს შეცდომით გაუგზავნა MMS, რომელიც თაყვანისმცემელი ქალისგან მიიღო. მისალმება-მოკითხვის ტექსტის გარდა, MMS-ში გოგონას ნახევრადშიშველი ფოტოები იყო ჩატვირთული - გოგონა თავისი კუმირისთვის საფეხბურთო ტრუსებში პოზირებდა.

იმის ნაცვლად, რომ შეტყობინება წაეშალა, რონალდუმ შეცდომით სულ სხვა ღილაკს დააჭირა თითი და შეტყობინება გაიგზავნა ყველასთან, ვინც ფეხბურთელს კონტაქტების განყოფილებაში და საფოსტო ყუთში ჰყავდა დამატებული. ადრესატებს შორის იყვნენ ფეხბურთელის საცოლე ირინა შეიკი, მომღერალი პიქსი ლოტი, კიმ კარდაშიანი და სხვები.

რონალდუ თავიდან ვერც კი მიხვდა შეცდომას, მობილური შეინახა და გზა გააგრძელა, მაგრამ მოგვიანებით თავში ხელი შემოირტყა, როცა რამდენიმე მეგობარმა MMS-ის მიღებისთანავე გადმოურეკა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100