გაინტერესებთ, როგორი ამინდი იქნება დღეიდან საქართველოში?
დღეიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე გამოიდარებს, - ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.
დღის პირველ ნახევარში, შავი ზღვისპირეთსა და მთიანი რეგიონების უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, თუმცა, დღის მეორე ნახევრიდან, სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას პროგნოზირებენ.
27-28 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია მცირე, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ამინდის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც. 25 აგვისტოდან აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შედარებით გამოიდარებს და 26 აგვისტოდან ტემპერატურა 30-34 გრადუსამდე მოიმატებს. ეს მაჩვენებელი კი, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე, როგორც მთაში, ისე - ბარში შენარჩუნდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში, 25 აგვისტოდან 30-დან 35 გრადუსამდეა მოსალოდნელი.
კომენტარი