სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰყავს თუ არა შეყვარებული და როგორი გოგონები მოსწონს "X ფაქტორის" მონაწილეს, სანდრო კურცხალიძეს?

X ფაქტორში შემთხვევით მოხვდა. კასტინგის ბოლო დღე იყო, როდესაც მეგობარმა გაყოლა თხოვა. სცენაზე გასვლამდე კი გარეთ ღიღინებდნენ, ერთობოდნენ, სწორედ მაშინ მიიღო პროექტში მონაწილეობის შეთავაზება. სოფო ნიჟარაძის ან გიორგი გაბუნიას გუნდში სურდა მოხვედრა, რაშიც გაუმართლა. ახლა ამბიცია აქვს, რომ გაიმარჯვებს. მონაწილეებთან დამეგობრებაც უკვე მოასწრო. ამბობს, რომ X ფაქტoრში ძალიან თბილი გარემოა. რაც შეეხება ბავშვობას, 9 წელი ქართულ ხალხურ ანსამბლში მღეროდა, ბოლოს კი საკუთარი ბენდი შექმნა. „დრონი.ჯი“ X ფაქტორის მონაწილეს, სანდრო კურცხალიძეს ესაუბრა და ბლიც ინტერვიუ ჩაწერა:

ასაკი - 18

განათლება - წელს სკოლას ვამთავრებ

ჰობი - რაგბის თამაში

ყველაზე ახლო ადამიანები - მშობლები

საყვარელი საჭმელი - შემწვარი კარტოფილი

საყვარელი ქართველი მომღერალი - არ მყავს

რომელი კერძის მომზადება შეგიძლია – კვერცხის და კარტოფილის შეწვა, ბორშსაც ვაკეთებ

ორი სიტყვით დაახასიათე შენი თავი - პოზიტიური და კაი ტიპი

ხარ თუ არა კმაყოფილი საკუთარი თავით - ჯერ-ჯერობით კი

რომელი ტრადიციები მოგწონს - თითქმის ყველა მომწონს, არ მომწონს ის ტრადიციები, რომლებიც მენტალურად გვაქვს გამჯდარი

საყვარელი აქსესუარი - საათი

პირველი კოცნა - ბაღში, შემდეგ 14 წლის ვიყავი

სიყვარული თუ სექსი - ასაკს გააჩნია, ამ ასაკში სექსი

ხარ თუ არა შეყვარებული ახლა – ამ დროისთვის არა

ბოლოს როდის გიყვარდა - არასდროს არ მყვარებია

როგორი გოგონები მოგწონს - დახვეწილი, ლამაზი, მოწესრიგებული, სასურველია მაღალი, ქერა იქნება თუ შავგვრემანი არ აქვს მნიშვნელობა. ლამაზი თვალებით, წონაში არ უნდა იმატებდეს ადვილად, შემდეგ რომ არ იწუწუნოს. თვისებებით კი შემაწუხებელი არ უნდა იყოს, სხვა ყველა თვისებას ვეგუები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100