სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თაკო მერაბიშვილი მზადაა გირგვლიანის საქმეზე გამოძიების კითხვებს კიდევ ერთხელ უპასუხოს

შს ექს-მინისტრ ვანო მერაბიშვილის მეუღლის თაკო სალაყაიას განცხადებით, „ის სანდრო გირგვლიანის საქმეზე არაერთხელ დაიკითხა და მზად არის გამოძიების კითხვებს კიდევ ერთხელ გასცეს პასუხი”.

ამის შესახებ სალაყაიამ ევროპიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა.

„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მელნიკოვის დახმარებით შეთითხნეს აბსურდული ვერსია. მე ამ საქმეზე არაერთხელ ვარ დაკითხული და ახლაც მზად ვარ გავცე ყველა კითხვას პასუხი, თუ გამოძიებას ეს კითხვები ექნება“, - განაცხადა თაკო სალაყაიამ.

შეგახსენებთ, რომ მელნიკოვმა სასამართლოში აღიარებითი ჩვენება მისცა. ის ყველა ბრალდებაში თავს დამნაშავეს სცნობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100