ვინც პარტნიორის ღალატს აპირებთ, ჯერ ეს წაიკითხეთ
სოციოლოგებმა მდედრობითი სქესის გამოკითხვა ჩაატარეს, გაარკვიეს რა დისკომფორტს უიქმნიდა მათ ღალატი და გამოაქვეყნეს დასკვნა, რომელიც სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფმა ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს.
1.სექსი საყვარელთან მალე მოგბეზრდება.
ხშირ შემთხვევაში სექსი ახალ პარტნიორთან ქალებს მალე ბეზრდებათ, ამის მიზეზი კი ისაა, რომ მიუწვდომელი სასურველი და საინტერესოა, მიზნის მიღწევის შემდეგ კი ქალი ხვდება რომ განსაკუთრებული არაფერი აღმოუჩენია.
2.ღალატისთვის უმნიშვნელოვანეს ოჯახურ ამბავს გამოტოვებთ.
როდესაც თქვენი ფიქრი მხოლოდ მას ეკუთვნის, მიზნის მიღწევის გარდა ვეღარაფერზე ფიქრობთ. შესაბამისად ამბავი რომელიც თქვენს ოჯახში ხდება შესაძლოა თვენი საყვარელი ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, თქვენ კი ამას ვერც კი ამჩნევთ.
3.მეუღლის სითბო და ყურადღება გაღიზიანებთ.
რაც უფრო დიდ ყურადღებას იჩენს თქვენი მეორე ნახევარი თქვენს მიმართ მით უფრო აგრესიული ხდებით. წყობილებიდან გამოდიხართ როდესაც ცდილობს მოგიალერსოთ. იმასაც კარგად ხვდებით რომ უსამართლოდ იქცევით და თქვენი ცხოვრების მეგზურს არ დაუმსახურებია ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ თავს ვერ აკონტროლებთ ახალ პარტნიოპრზე ფიქრის დაძლევა თქვენს ძალებს აღემატება, სამწუხაროდ არც სინდისის ქენჯნის შეგრძნება გტოვებთ.
4. მუდმივად შიშის ქვეშ ხართ.
შიში ექსპოზიცია რომელიც ღალატის შემდეგ თითქმის არ გტოვებთ, ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევთ. მუდმივად დაძაბული ხართ და გგონიათ რომ თქვენი ინტრიგული რომანის შესახებ ან უკვე გაიგო ან არადა სულ მალე გაიგებს თქვენი მეუღლე.
5.ნივთები რომლის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოგედგინათ ისტერიკაში გაგდებთ.
იმის გაფიქრება რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ქმარმა მასთან მიწერმოწერაში გამოგიჭიროთ მოსვენების უნარს გაკარგვინებთ. ტელეფონი საპირფარეშოშიც კი თან მიგაგვთ, კომპიუტერს კი შავი დღესავით ერიდებით.
6. შვილების წინაშე თავს დამცირებულად გრძნობთ.
წარმატებული სექსის შემდეგ სახლისკენ მომავალს არ დაგტოვებთ ფიქრი იმაზე თუ რას აკეთებდნენ თქვენი შვილები იმ დროს. არ გასვენებთ ფიქრი იმაზე რომ სექსში გახარჯული დრო თქვენ შვილებთან შეგეძლოთ გაგეტარებინათ.
7. ენის წვერზე გადგებათ საყვარლის სახელი.
იმის გაფიქრებაც კი გზარავთ რომ შეიძლება ქმარს საყვარლის სახელი დაუძახოთ. უკვე რამდენიმეჯერ ძლივს შეიკავეთ თავი, ენის წვერზე გამუდმებით მისი სახელი გაკერიათ, ეს კი შესაძლოა ოჯახის დანგრევის მიზეზათ გექცეთ. ამ პატარა შეცდომამ შესაძლოა ფარდა ახადოს ღალატს რომელსაც ასე საგულდაგულოდ მალავდით.
8.თქვენ იმედგაცრუებული ხართ ახალი პარტნიორით.
თქვენი ურთიერთობის გაღრმავებასთან ერთად თქვენთვის ფარდა ეხდება მის ყველა ნაკლოვანებებს, რომელზეც ადრე არც კი დაფირებულხართ. იდეალური მამაკაცი რომლის გამოც ქმარს უღალატეთ სულაც არ ყოფილა იდეალური.
9. ფინანსები არამიზნობრივათ გეხარჯებათ.
საყვარლის გაჩენის დღიდან თქვენი ფინანსური მდგომარეობა რთულდება, სასტუმრო, ვახშამი, შამპანური რომანტიკისთვის, ეს ყველაფერი ითხოვს ფინანსებს რომელიც ოჯახს აკლდება. ქმრის დასმულ კითხვაზე რატომ აღარ გვყოფნის ფინანსები? თქვენ შოკში გაგდებთ.
10. ტყუილი, ტყუილი ყოველ ფეხის ნაბიჯზე.
თქვენ არამხოლოდ ქმრის მოტყუება, არამედ გიწევთ მოატყუოთ ყველა ვინც გიყვართ და თქვენთვის ღირებული, შვილები, მშობლები, მეგობრები, ყველასთან გიწევთ ტყუილების კორიანტელი დააყენოთ. ეს ურთულესია თქვენთვის. ტყუილებში გატარებული დრო გახრჩობთ, სუნთვის საშუალებას გართმევთ.
ასე რომ სანამ სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩნდებით კარგად დაფიქრდით გიღირთ კი ამდენ ნერვიულობად?
კომენტარი