განსაკუთრებული კომფორტი ბრეივიკს?! „ძალიან დემოკრატიული“ ნორვეგია...
როგორც ნორვეგიული გამომცემლობა „Dasnahs“-ს იუწყება, ბრეივიკს ნორვეგიის მთავრობამ საკანში განსაკუთრებული კომფორტი შეუქმნა.
თანხით, რომელსაც ბრეივიკი ყოველთვიურად მიიღებს, შეეძლება ქალბატონის გამოძახება სექსუალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამ ყოველივეს კი 5 კამერა დააფიქსირებს და საკანში შეიარაღებული პირიც იქნება.
გაქცევის მცდელობის შემთხვევაში ნებადართულია მხოლოდ ხელკეტების გამოყენება.
იმ შემთხვევაში, თუ ბრეივიკისადმი სხვა პატიმრები უხეშობას გამოიჩენენ, მას უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს და მორალური ტრავმის მიყენების კომპენსაცია მოითხოვოს.
ყოველდღიურად უნდა შემოწმდეს დამნაშავის საკნის სისუფთავის დონე.
განსაკუთრებით ორგანიზებული, კარგი და მშვიდი პატიმრებისთვის არსებობს ერთი ხელმისაწვდომი ნივთი: 32 დიუმიანი ტელევიზორი და სათამაშო მოწყობილობა. ბრეივიკსაც გააჩნია აღნიშნული უფლება.
ბრეივიკს უფლება აქვს აირჩიოს საკუთარი საკნის კედლებისთვის სასურველი ფერი და ყოველდღიურად მიაკითხოს ციხის სავარჯიშო დარბაზს.
კომენტარი