5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი: აუცილებელია თქვენს საქმიან პარტნიორს ყურადღებით მოუსმინოთ. არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ თვითკონტროლი და რაიმე საკითხის მიუღებლობის შემთხვევაში, მას ალტერნატიული გზები მშვიდად და წყნარად შესთავაზეთ.
კურო: შესაძლოა ისეთი გრძნობა გაგიჩნდეთ, თითქოს ირგვლივმყოფები ყურადღებას აღარ გაქცევენ. ეს მხოლოდ თქვენი ბრალია და სხვას ნუ დაადანაშაულებთ. მაშინაც კი, როცა თავისუფალი დრო გაქვთ მისი გატარება სრულ მარტოობაში გირჩევნიათ.
ტყუპები: დღეს თავს ძალიან კარგად იგრძნობთ. მიხვდებით, რომ თქვენზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული და მეტად მნიშვნელოვან პიროვნებადაც იქეცით. არავითარ შემთხვევაში არ შეიცვალოთ დამოკიდებულება გარშემომყოფებთან, მათთან ურთიერთობა ძველებურად განაგრძეთ.
კირჩხიბი: კარგი იქნება დღეს საკუთარ ინტუიციას თუ მიენდობით. არ დაკარგოთ თქვენი თავის რწმენა და იმედი. შესაძლოა დღეს გარისკვა მოგიწიოთ. არ შეშინდეთ და ყოველივე კარგად იქნება.
ლომი: საზოგადოების მოულოდნელი რეპლიკები და უცნაური საქციელი თქვენზე უარყოფითად იმოქმედებს. ამის ფონზე შესაძლოა ხასიათიც გაგიფუჭდეთ. ეცადეთ მსგავს სიტუაციებს ყურადღება არ მიაქციოთ და დაკისრებული მოვალეობები მაქსიმალურად კარგადაც შეასრულოთ.
ქალწული: გახსოვდეთ, რომ ახალი ურთიერთობების უმრავლესობა რთულია მეგობრობაში გადაიზარდოს. დღეს მიხვდებით ამ ყოველივეს და იმასაც გაიაზრებთ, რომ ამისთვის ნეგატიური განწყობის შექმნა არ ღირს.
სასწორი: თუ დღეს თამაშის ხასიათზე იქნებით და ფლირტი მოგინდებათ, არ უთხრათ საკუთარ თავს ამაზე უარი. ახალი თავგადასავლები დაგეხმარებათ თავი შეუდარებლად იგრძნოთ.
მორიელი: დღეს ყველაფერი მარტივად გამოგივათ. ამის გამო ნუ გათამამდებით და მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდეთ ყოველგვარ საქმეს. კარგი იქნება საკუთარ თავს თუ გაამხნევებთ და სიზარმაცეს თქვენი დაძლევის საშუალებას არ მისცემთ.
მშვილდოსანი: გახსოვდეთ, რომ არსებობს კანონები რომელთა დაცვაც მიუხედავად პროტესტის გრძნობისა, აუცილებლად მოგიწევთ. ამიტომ ზედმეტ პრობლემებს ნუ შეუქმნით საკუთარ თავს და გარკვეული საკითხები აუცილებლად გაითვალისწინეთ.
თხის რქა: თქვენ დიდი ხნის მანძილზე მრავალი სიტუაციის მოთმენა გიწევდათ. ახლა კი შეგიძლიათ ყოველივეს მარტივად გაუმკლავდეთ, დააფიქსირეთ საკუთარი აზრი და მტკიცედ დაიცავით თქვენი პოზიცია.
მერწყული: თქვენ გაიგებთ რამდენიმე ახალ ამბავს, რომელბიც თქვენს გაოცებას გამოიწვევენ, ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად მობილიზებული იყოთ. არ გამოგრჩეთ არავითარი დეტალი. ეს ყოველივე თქვენ სამომავლოდ ბევრი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.
თევზები: თქვენი მეგობრები ერთმანეთზე ძალიან ცუდად საუბრობენ. ეს თქვენში გაღიზიანებას იწვევს. კარგი იქნება მსგავს საუბრებს უბრალოდ ყურადღებას თუ არ მიაქცევთ და მეგობრობას თითოეულ მათგანთან ჩვეულებრივ განაგრძობთ.
კომენტარი