სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასტიკი მკვლელობა ბარნოვზე - 25 წლის მოკლული გოგოს დედა ადასტურებს, რომ ყოფილი ქმრის შეწყალება მოითხოვა

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის ყოფილი მეუღლე ადასტურებს, რომ ყოფილი ქმრის შეწყალების შესახებ თხოვნით კომისიას მიმართა.

ნათია გობაძე ამბობს, რომ ვეფხია ბაქრაძემ მას შეწყალების თხოვნის დაწერა ციხიდან სთხოვა.

„ციხიდან დამირეკა თვითონ. შეწყალება კეთდებაო და იქნებ მე თუ არა, ჩემს შვილს დაეხმაროსო, რომ სოციალური გაკეთდებაო. მე ვუთხარი, რომ შენთვის არა შენი შვილისთვის გავაკეთებთქო.

მისმა შვილმა დამირეკა, გამომყვები რომ შეწყალება დაწეროო?

თავის შვილიც აღფრთოვანებული არ იყო მაგით... შემაწუხაო... იმ დღეს ვერ დავწერეთ, სამი დღის მერე მივედით და დავწერე ორი სიტყვით, რომ „გთხოვთ შეიწყალოთ“.

მერე დამირეკა და მითხრა, რომ სულ ეგ იყოო და მეტი სათქმელი არაფერი გქონდაო? არ დაკანონდა , უარყოფითი პასუხი მომივიდაო“- ამბობს ნათია გობაძე.

მოკლული 25 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ ვეფხია ბაქრაძე მას დაემუქრა, რომ ციხიდან გამოსული „არც მას გაითვალისწინებდა“.

„რომ გამოვალ მაქედან მეც არ გაგითვალისწინებო. ამის მერე წელიწადნახვარზე მეტი მირეკავდა ციხიდან და არ ვპასუხობდი. სულ მსაყვედურობდა და მთხოვდა მივსულიყავი ციხეზე“- ამბობს გობაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100