ქართველი ემიგრანტი საბერძნეთიდან ხანძრის ფოტოებს აქვეყნებს
"ემიგრანტის ხმის" მფლობელი და დამფუძნებელი, ქართველი ემიგრანტი გიორგი ბერაძე საბერძნეთიდან ხანძრის ფოტოებს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ათენის სიახლოვეს მდებარე რამდენიმე დასახლებასთან ხანძრის რამდენიმე კერა ერთდროულად გაჩნდა. ცეცხლის გავრცელებას მშრალმა ამინდმა და ქარმა შეუწყო ხელი. ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.
საბერძნეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებას უკვე მიმართა და ხანძართან საბრძოლველად დახმარება სთხოვა.
საბერძნეთში საქართველოს საელჩო სრულად არის მობილიზებული და საქართველოს ერთ მოქალაქეს ეძებენ.
საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთან დაკავშირება საჭიროების შემთხვევაში, ცხელ ხაზზე, სატელეფონო ნომერზე +306995779793 შეუძლიათ.
კომენტარი