სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეყვარებულმა პენსიონერებმა ერთად სიკვდილი გადაწყვიტეს, მაგრამ მამაკაცი გადარჩა

რუსეთის საგამოძიებო ორგანოებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს 87 წლის პენსიონერი ქალის მკვლელობის მცდელობისთვის. მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილად 85 წლის მამაკაცი, გარდაცვლილის ქმარია ეჭვმიტანილი, რომელმაც ჩადენილი დანაშაულის შემდეგ თავის მოკვლა გადაწყვიტა.

გამოძიების ვერსიით, სერპუხოვში მცხოვრებმა მამაკაცმა მეუღლეს ყელსა და მუცელში ორი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მერე კი თვითმკვლელობის მიზნით, სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა.

მოხუცი მამაკაცი, რომელიც მეზობლებმა გადაარჩინეს, ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. მის პალატას სამართალდამცველები დარაჯობენ.

ამ ჩვეულებრივ კრიმინალს ერთი საოცარი ისტორია ახლავს თან. მოსკოვის პოლიციის ცნობით, 16 ოქტომბერს სერპუხოვის პოლიციის სამორიგეოში ზარი გაისმა. რეკავდნენ პენსიონერი წყვილის აღელვებული ნათესავები, რომლებმაც აცნობეს გამოძიებას, რომ ტრაგიკულ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, დაახლოებით საღამოს 17:40 საათზე, მოხუცმა შვილიშვილს დაურეკა და ქმართან ერთად მიიწვია თავისი ცოლისა და მის დაკრძალვაზე. პენსიონერმა განაცხადა, რომ ისინი დღეს მოკვდებოდნენ, რადგან ასეთი ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს.

შეშფოთებული შვილიშვილი ქმართან ერთად სასწრაფოდ გაემგზავრა ბაბუას საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. ადგილზე მისულთ მათ საშინელი სანახაობა დახვდათ და სასწრაფოდ გამოიძახეს პოლიცია.

გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცმა ცოლს ორი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მერე კი დიდი რაოდენობით საძილე აბები მიიღო და ბინაში ბუნებრივი აირი გაუშვა, თუმცა, მოსულმა შვილიშვილმა, რომელსაც ბინის გასაღები ჰქონდა, მას „სასიკვდილო გეგმა“ ჩაუშალა.

ბინაში ასევე იპოვეს სიკვდილის წინ დაწერილი ბარათი, სადაც მამაკაცი წერს, რომ მათ უყვართ ერთმანეთი და უნდათ, რომ ერთად მოკვდნენ. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მამაკაცი სერპუხოვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100