თბილისის აეროპორტი ზვიად გამსახურდიას სახელობის იქნება?
დღეს ცნობილი გახდება ვის სახელს მიანიჭებს თბილისის საკრებულო თბილისის საერთაშორისო აეროპორტს.
ერთ-ერთ ვერსიად საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი მოიაზრება. ამასთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი შიხიაშვილის ბრიფინგიდან გახდება ცნობილი. შიხიაშვილი სავარაუდოდ ვარდების რევოლუციის მოედნის და დედაქალაქის სხვა ობიექტებისთვის სახელწოდებების შეცვლის საკითხსაც მიმოიხილავს.წინასწარი ინფორმაციით ვარდების რევოლუციის მოედანს მერაბ კოსტავას სახელი მიენიჭება.
კომენტარი